საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №11

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №11

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილ ნეგზარ ბაგრატიონის მემკვიდრის საკითხი

2006 წლის მემორანდუმმა ასახა, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს უმრავლესობის ერთსულოვნება, ისე მეცნიერ-აკადემიკოსთა სამართლებრივი პოზიცია, რომლის თანახმადაც სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ბატონიშვილი ნუგზარი იქნა აღიარებული (იხ. დანართი №10).

shota rustaveliამ ისტორიული ფაქტის შემდეგ, დესტრუქციულმა ძალებმა უკვე სხვა გზას მიმართეს და დარტყმა უკვე სამეფო სახლის მეთაურის მემკვიდრეებზე გადაიტანეს, კერძოდ, მათი აზრით, სამეფო სახლში ვაჟი მემკვიდრის არარსებობის გამო, თითქოსდა სამეფო შტო ბატონიშვილ ნუგზარზე უნდა დასრულებულიყო. სწორედ ამ მიზნით, მათ, სამეფო სახლის წესებისა და ქართული დინასტიური სამართლის სრული იგნორირებით, დაიწყეს ბაგრატიონთა საგვარეულოს გვერდით თავადურ (არასამეფო) შტოებში ვაჟი კანდიდატების ძიება, რომელთაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჯერ ასახელებდნენ სამეფო ტახტის პრეტენდენტებად, ხოლო შემდეგ მასმედიის მეშვეობით ოსტატურად ახდენდნენ მათსავე დისკრედიტაციას, ამით საზოგადოების თვალში აბუჩად იგდებდნენ, როგორც ჭეშმარიტ სამეფო ოჯახს, ასევე თვით მონარქიულ იდეასაც.

იმას, რასაც თამარისა და რუსუდანის ეპოქის საქართველოში აზრადაც არ გაივლებდნენ სახელმწიფო მესვეურნი, რომ ლეგიტიმური გვირგვინოსანი ქალები ჩაენაცვლებინათ სხვა – გვერდით შტოთა (თუნდაც პროვინციული სამეფო შტოებიდან) ვაჟი ბაგრატიონებით, დღეს, სამწუხაროდ, ეს ძალები, არათუ სამეფო შტოებიდან, არამედ თავადურ შტოთა წარმომადგენლებს გვისახელებენ “ტახტის მემკვიდრეებად”, რითაც ხელმარჯვედ ქმნიან ქაოსს და ახდენენ იდეის დისკრედიტაციას.

მართალია, ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, მაგრამ სწორედ XII საუკუნის სამეფო კარის მგოსანს, დიდ შოთა რუსთაველს რომ დავესესხოთ, ამ ფაქტორს სამეფო ოჯახში დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებოდა, რადგან “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”’-ო, სწორედ რომ სამეფო ოჯახს გულისხმობდა დიდი მგოსანი. ქალის ტახტზე ასვლა, თუკი ვაჟი არ იყო სამეფო ოჯახში, პრობლემას არ წარმოადგენდა საქართველოში. (აქ არ იგულისხმება მთლიანად საგვარეულო, რადგან თამარის დროს ვაჟები, ბაგრატიონთა სხვა გვერდით შტოებშიც არსებობდნენ, მაგალითად ლორე-ტაშირის (კვირიკიანთა) ბაგრატიონთა შტოში, ან, თუნდაც ოსეთის ბაგრატიონთა შტოში, ან ჰერეთის ბაგრატიონთა შტოში).

Untitled-1OSETI - BAGR.

Untitled-1

საქართველოში მეფობდა თამარი 27 წლის განმავლობაში და მისი მეფობა დღემდე საამაყოა თითოეული ქართველისათვის. საქართველოში მეფობდა რუსუდანი 22 წელი. ჰერეთის ბაგრატიონი დედოფლები – წმ. დინარა I (X ს.) და დინარა II (1000-1010). საქართველოს ერთ-ერთი პროვინციის მეფე-დედოფალი თამარი (1320-1340). იმერეთის ტახტზე იჯდა დედოფალი დარეჯანი (1661, 1668). კახეთის რეგენტი-დედოფალი წმ. ქეთევანი (1605-1606).

TAMAR MEFE

დღეს, რაც არ უნდა ეცადონ მავანნი, რამენაირად დააკნინონ ბაგრატოვან ქალთა მეფობის ხანა, მათ შევახსენებთ წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) სიტყვებს თამარ მეფეზე: “თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა, ეგ იმის მეფობის დროს გაიმართა, მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია, იმის დროს ყოფილა. სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა სიმაგრე, ეგ დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები…”.

დანართ №3-ში განხილულ ქართულ დინასტიურ სამართალზე დაყრდნობით საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა – ბატონიშვილმა ნუგზარმა 2009 წელს გამოსცა №2 დეკრეტი (იხ. დანართ №14-ში დოკუმენტი №13), რითაც საქართველოს სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ გამოაცხადა უფროსი ქალიშვილი – ბატონიშვილი ანა.

რაც შეეხება საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობით რიგს, ბატონიშვილი ანას შემდგომ, ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, დედის ხაზით სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ, დაბადებისთანავე შეიძლებოდა გამოცხადებულიყო ბატონიშვილი ანას ვაჟი – გიორგი. თუმცა, ამ, ქართული დინასტიური წესის (“ზედსიძეობის”) აღსრულებისათვის საჭირო იყო სამეფო ოჯახის სიძის მხრიდან ქართული დინასტიური სამართლისადმი პატივისცემის გამოხატვა და თანხმობის განცხადება. სამწუხაროდ, ბავშვის მამა დღემდე ეწინააღმდეგება სამეფო სახლის ამ სამართლებრივ მოთხოვნას, უფრო მეტიც, დავით მუხრანელი უარს ამბობს ბატონიშვილ ანას თანამესაყდრეობაზე, ანუ მეუღლე-კონსორტობაზე და პირიქით, მასთან დაქორწინების საბაბით უსაფუძვლოდ მოითხოვს, საკუთარი თავის საქართველოს სამეფო სახლის DINARAმეთაურად და ტახტის მემკვიდრედ აღიარებას, რის უფლებასაც მას ქართული დინასტიური სამართალი არ აძლევს და ამ ქმედებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარ შვილსაც უფერხებს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის უფლებების დღესვე მიღებას.

გვსურს მოგახსენოთ, რომ ბატონიშვილ ნუგზარს, თავადაც რომ სურდეს სიძეზე საკუთარი უფლებების გადაცემა, მას ამის ერთპიროვნული უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან ამ ქმედებით:

RUSUDANI - 02  AXALI.1) ბაგრატიონ-გრუზინსკების ისტორიული სამეფო დინასტია ჩანაცვლდება მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური დინასტიით, ამით შეწყდება საქართველოს მირონცხებულ მეფეთა ისტორიული უწყვეტი ხაზი, რისი დაშვების მორალური უფლება სამეფო სახლის მეთაურს არ აქვს თავისი მეფე-წინაპრებისა და ერის წინაშე.

2) მეტიც, დაირღვევა იმ ბაგრატიონთა ოჯახების უფლებებიც (ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო შტოთა ათი ოჯახი), რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ დინასტებად არ ითვლებიან, მათ თავიანთი რიგითი ნომრები გააჩნიათ საგვარეულოში და რომელნიც სტატუსობრივად ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადურ შტოზე წინ დგანან. მათი უფლებების დაცვა კი სამეფო სახლის მეთაურის წმიდათა-წმიდა ვალია.

3) ასევე, ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრეები სამუდამოდ დაკარგავენ ღვთისგან მათდამი მინიჭებულ სამეფო უფლებებს და ერთხელ უარყოფილს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებენ. რაც მთავარია, cminda_qetevan_dedofali1პატარა გიორგიც შესაბამისად დაკარგავს დედის მხრიდან სამეფო ღირსების მიღების ერთადერთ ლეგიტიმურ საშუალებას, რადგან მამის მხრიდან, ერთადერთი რისი მიღებაც მას შეუძლია მემკვიდრეობით, ეს მუხრანის თავადის სტატუსია. სამეფო სახლის მეთაურისგან, რომც მოხდეს ასეთი დათმობა, მაშინ დინასტიური სამართლით საქართველოს სამეფო სახლის მეთაურობას ჩაუდგება ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო შტოში რიგით შემდგომი ოჯახი.

სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს სამეფო სახლებში მკაცრად დაცული დინასტიური თანმიმდევრობა, რაც განაპირობებს სამეფო სახლებში სიმშვიდესა და წესრიგს.

სწორედ იმისათვის, რომ აღსრულდეს ბატონიშვილი ნუგზარისა და საქართველოს პატრიარქის ერთობლივი სურვილი, რათა პატარა გიორგი ლეგიტიმურად გამოცხადდეს სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ, პატრიარქმა ნათლობისას იგი უკვე მოიხსენია უფლისწულად და ბატონიშვილმა ნუგზარმაც ნათლობის დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ პატარა გიორგი დედის ხაზით მიიღებს მის მემკვიდრეობით უფლებას, რაც იმას გულისხმობს, რომ ბატონიშვილი ნუგზარი დღესვე აძლევს პატარა გიორგის უპირატეს უფლებას, სრულწლოვანების ასაკში თავად გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ხაზის გამგრძელებელი. თანხმობის შემთხვევაში, ბატონიშვილი ნუგზარის დღევანდელი ნებით, იგი დედისაგან მიიღებს სამეფო ღირსებასა და შესაბამისად საქართველოს სამეფო ტახტზე ლეგიტიმურ მემკვიდრეობით უფლებას, რითაც იგი გააგრძელებს საქართველოს მეფეთა უწყვეტ ლეგიტიმურ ხაზს.

 2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

 

Gerbi  patara zoma