საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №12

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №12

ქალთა სამეფო ტახტზე ასვლისა და მათი ხაზით სამეფო მემკვიდრეობის გადაცემის მაგალითები ევროპის რიგ მონარქიულ სახელმწიფოებში

ევროკავშირის კონვენციაზე დაყრდნობით რიგმა ცივილიზებულმა მონარქიულმა სახელმწიფომ თავიანთ შიდადინასტიურ კანონმდებლობებში შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს, კერძოდ გენდერული თანასწორობის მიზნით შვედეთის ბერნადოტთა სამეფო დინასტიაში მეფე გუსტავ XVI -ის შემდგომ ტახტზე ადის მისი უფროსი ქალიშვილი ვიქტორია და უმცროსი ვაჟი კარლ-ფილიპე.

Untitled-1

დანიის შლეზვიგ-გოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუკსბურგების სამეფო დინასტიაში მეფე ფრედერიკ IX-ის შემდეგ 1972 წელს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი ქალიშვილი მარგარეტ II, რომელმაც 1967 წელს იქორწინა ჰენრი მარია ჟან ანდრეზე, რომელიც დანიის დედოფლის მეუღლე კონსორტი გახდა. დედოფალ მარგარეტ II-ს მეუღლესაგან შეეძინა ორი ვაჟი – ტახტის მემკვიდრე ფრედერიკი და პრინცი იოაკიმი, რომლებიც აგრძელებენ დედის სამეფო გვარს.

Untitled-2

დიდ ბრიტანეთში 1952 წელს, ელისაბედ II-ის კორონაციის ერთი წლის თავზე, დედოფალმა მიმართა ბრიტანეთის მოსახლეობას და განუცხადა, რომ მისი შვილები და ასევე მათი შთამომავლები იქნებიან დედოფლის, ანუ მისი გვარის მატარებელნი და შესაბამისად მისი სამეფო დინასტიის – ვინძორთა გამგრძელებელნი, რასაც დაემორჩილა მისი მოსაყდრე მეუღლე-კონსორტი, ედინბურგის ჰერცოგი – ფილიპ მაუნტბატენი (წარმოშობით საბერძნეთისა და დანიის პრინცი). ამ ფაქტს არ დაუკლია დედოფლისა და მისი შთამომავლებისადმი პატივისცემა და სიყვარული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ჩამოდის დედოფალ ელისაბედის ბიძაშვილთა, ვინძორთა მამრობითი ხაზები უწყვეტად (ხაზს უსვამთ “ბიძაშვილთა’’ და არა გვერდით განშტოებათა), კერძოდ გლოჩესტერის ჰერცოგის – რიჩარდისა და კენტის ჰერზოგის – ედუარდის ხაზები. მაგრამ მიუხედავად ამისა ვინძორთა დინასტია დედოფალ ელისაბედის ხაზით გრძელდება.

British Royal f.

Untitled-1

განვიხილოთ ასევე ჰოლანდიის სამეფოს მაგალითი, სადაც სამი თაობა დღემდე დედოფლების – ვილჰელმინა ორანჯ-ნასაუ (1890-1948) (მისი მოსაყდრე, მეუღლე-კონსორტი – მაკლენბურგ-შვერინის პრინცი ჰენრი), ჯულიანა ორანჯ-ნასაუ (1948-1980) (მისი მოსაყდრე, მეუღლე-კონსორტი – ლიპე-ბიეშტერფილდის პრინცი ბერნჰარდტი), ბეატრიქს ორანჯ-ნასაუს (1980-2013) (მისი მოსაყდრე, მეუღლე-კონსორტი – პრინცი კლაუს ვან ამსბერგი) ხაზით ჩამოდის მეფე ვილიამ-ალექსანდრემდე, რომელმაც თავის მემკვიდრედ 2013 წელს გამოაცხადა უფროსი ქალიშვილი კატარინა-ამალია ორანჯ-ნასაუ. როგორც ნათლად ჩანს, სამეფო დინასტია მეფე ვილჰელმ III-დან (1817-1890) მოყოლებული დღემდე მეფე ვილიამ-ალექსანდრემდე არ შეცვლილა და მათი ოფიციალური გვარია ორანჯ-ნასაუ.

Untitled-1

ასევე შეგვიძლია დავესესხოთ რუსეთის მაგალითსაც, თანაც აღსანიშნავია, რომ რუსეთის საიმპერატორო სახლის წესები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო მთელს ევროპაში. კერძოდ, იმპერატორ პეტრე I-ის (1682-1725) ქალიშვილს ანნას (1708-1728), რომლის მეუღლე-კონსორტი იყო ჰოლშტეინ-გოტორპის ჰერცოგი ჩარლზ-ფრედერიკი, შეეძინა შვილი, რომელმაც გააგრძელა დედის – რომანოვის სამეფო დინასტია და ტახტზე ავიდა იმპერატორ პეტრე III სახელით, სწორედ ეს ხაზი ჩამოდის რუსეთის უკანასკნელ იმპერატორ ნიკოლოზ მეორემდე.

Untitled-1

რუმინეთის ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენების სამეფო სახლში მეფე კარლ II-ის პირველი ქორწინება ჟოანა ლამბრინოსთან 1918 წელს, იმის გამო რომ ეწინააღმდეგებოდა რუმინეთის სამეფო სახლის დინასტიურ სამართალს, 1919 წელს ანულირებულ იქნა და ამ ქორწინებიდან 1920 წელს დაბადებული ვაჟი – პრინცი კარლ მირკეა ტახტის მემკვიდრედ არ გამოცხადდა, მიუხედავად მისი პირველშობილობისა. მეფე კარლის სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდა მეორე ქორწინებიდან შობილი ვაჟი – მიხაი, შემდგომში რუმინეთის მეფე მიხაი I.

მეფე მიხაი I-ს შეეძინა მხოლოდ ქალიშვილები, რის გამოც რუმინეთის სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა მისი უფროსი ქალიშვილი მარგარეტი, რომელიც გათხოვილია მეუღლე კონსორტ რადუ დუდაზე, რომელთანაც შვილები არ ჰყავს, ამიტომ სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა მისი მომდევნო დის – პრინცესსა ელენე ჰოჰენცოლერნის ვაჟი ნიკოლას ჰოჰენცოლერნი, რომელიც პრინცესას შეეძინა მეუღლე კონსორტ რობინ მედფორს-მილსისგან და ნიკოლასი აგრძელებს დედის სამეფო დინასტიას.

Untitled-1

როგორც ნათლად ჩანს, რუმინეთის სამეფო სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ჩამოდის გენეალოგიურად უფროსი, თანაც მამრობითი შტო, რუმინეთის სამეფო სახლის დინასტიური წესით ჰოჰენცოლერნთა სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გრძელდება მეფის ქალიშვილის ხაზით.

როგორც ხედავთ ყველა მონარქიულ ქვეყანაში მკაცრად არის დაცული ადგილობრივი დინასტიური სამართალი, შესაბამისად კონკრეტული სამეფო ოჯახის ლეგიტიმური უფლებები, მიუხედავად მონარქის სქესისა. ჩვენ, რასაკვირველია შეგვიძლია სხვა მაგალითების მოყვანაც, მაგრამ ვფიქრობთ ეს მაგალითები საკმარის არგუმენტაციად გამოდგება ამ კონკრეტული საკითხით დაინტერესებულ პირთათვის. რაც შეეხება საქართველოს, ბიზანტიასა და სპარსეთში ქალ მონარქთა არსებობის მაგალითებს ჩვენ უკვე შევეხეთ დანართ №3-ში. ქართული და საერთაშორისო დინასტიური სამართლის თანახმად, ბატონიშვილი ნუგზარის უფლებები კანონიერად და ლეგიტიმურად გადავა მის უფროს ქალიშვილზე – ბატონიშვილ ანაზე, ხოლო მისი ხაზით შემდეგ თაობაზე.

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

Gerbi  patara zoma