საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების 

დანართი №1

ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ღვთიური წარმომავლობის შესახებ

“…ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა                                      მიერ ცხებით განეგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა                                 და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა”

“ახალი ქართლის ცხოვრება”

ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს წყაროს თანახმად “ქართველნი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ” (1. Марко Поло. Путешествияю Изд. Магидовича. Москва, 1954, стр.153).

ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორიაც.
Bibl. DAVIDბიბლიის მიხედვით, ებრაელები თვით ღმერთის მიერ რჩეული ხალხია, სადაც მეფობა მის მიერ არის დადგენილი: “…გცნო შენ უფალმან მეფედ ერისა თჳსისა ისრაელსა შორის და შენ მეფედ პირველ იქმენ ერთა შორის უფლისათა”, ასე მიმართავენ საულს მეფედ დადგენის დროს (ბიბლია. საპატრიარქოს გამოშვება, თბილისი 1989, გვ. 249. მეფეთა I, თავი 10,  პ.1).

ბაგრატიონთა ისტორიკოს სუმბატ დავითის ძესთან (XI ს.) დაცული ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორიით, საქართველოს სამეფო გვარი – ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად თვლიდნენ თავიანთ თავს და ამიტომაც იწოდებოდნენ “იესიან-დავითიან-სოლომონიანებად” (სუმბატ დავითის ძე, “ცხოვრება ბაგრატონიანთა” წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, თავი I, ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.თბ. 1955, გვ. 378).

ბაგრატიონთა გვარი ადრევე გამოჩნდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ არენაზე, რომლის შესახებ ქართულ-სომხურ გარემოში სხვადასხვა ლეგენდები შეიქმნა. (4. Н.Адонц. Армения в эпоху Юстиниана. Спб., 1908, стр.413; მ. ლორთქიფანიძე, ლეგენდა ბაგრატიონთა არმოშობის შესახებ. კრ. “კავკასიის ხალხების ისტორიის საკითხები”, თბ. 1966, გვ.144-149; ი. ბიჭიკაშვილი “ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთიური წარმომავლობის შესახებ. ალმანახი “ბაგრატოვანნი”, №1, თბ. 2000, გვ.9-16).

ლეგენდა ქართველი ბაგრატიონების ბიბლიურ დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობის შესახებ მჭიდრო კავშირშია სომხეთის სამეფო გვარის ბაგრატუნების იზოთეიზმთან (ბ. კუპატაძე, იზოთეიზმის ისტორიული საფუძვლები და ბაგრატიონთა დინასტია. ჟურნ. “არტანუჯი”, №1, თბ. 1994, გვ. 24-30).

ცნობა ბაგრატიონთა გვარის ბიბლიური მეფის დავითისგან წარმოშობის შესახებ დადასტურებულია X ს. სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის “სომხეთის ისტორიაში” (ანისის ბაგრატუნების მატეანეში), რომელიც გამაერთიანებელი რგოლია შამბატისა და ბიბლიური მეფე დავითისგან წარმომავლობის ორი ტრადიციისა. იოანე დრასხანაკერტელი წერდა: “ვალარშაკმა, სომეხთა მეფემ ბაგრატი (მოვსეს ხორენაცისეული ბივრატი), რომელიც შამბატ ურიასგან იყო და რომელზეც ამბობდნენ დავითის ტომისა იყოო, თავის გვირგვინისმდებლად დაამტკიცა”. (ი. აბულაძე, იოანე დრასხანაკერტელი, “ცნობები საქართველოს შესახებ”, თბ. 1937, გვ.3; Иованнес Драсханакертци. История Армении (786-925 гг.). Ереван, 1986, стр.55).

ბაგრატიონების მეფე-წინასწარმეტყველ დავითისაგან წარმომავლობის თეორია მოყვანილია ბიზანტიის იმპერატორ
SUR-14C-KORONACIS-K2 ONSTANTINS VII PORFIROGENETA copy კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში “De Administrando imperio”, სადაც ვკითხულობთ:  “Должно знать, что ивиры, а именно – люди курапалата, похваляясь, утверждают, что происходят от жены Урии (Хеттеянина), прелюбодействовавшей с Давидом, пророком и василевсом. Они происходят, по их словам, от рожденных ее детей Давида, являются родственниками Давида, пророка и василевса, а тем самым и пресвятой Богородицы, ибо она происходила от семени Давидова.

Поскольку, как они сами говорят, они происходят из Иерусалима, поскольку великое почтение они питают к нему и к гробу Господа нашего Иисуса Христа, и от времени до времени щедро шлют деньги патриарху святого града и тамошним христианам.

Со времени переселения их из Иерусалима в ныне населяемую ими страну минуло до сей поры, до 10 индиктиона 6460 года от сотворения мира (952 г.), до царствования Константина и Романа, христолюбивых и багрянородных василевсов ромеев – 400 лет или даже 500”. (7. Константин VII Порфирогенет (Багрянородный). Об управлении империей. Под редакцией Г.Г.Литаврина. Москва, 1991, стр.193-195).

GRIGOL XANDZTELI 2.ქართულ მწერლობაში პირველი ცნობა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდან, ანუ მათი ღვთიური წარმომავლობის შესახებ დაცულია გიორგი მერჩულესთან “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”; გრიგოლ ხანძთელი (759-861) ასე მიმართავს აშოტ კურაპალატს: “დავით წინასწარმეტყუჱლისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან” და ამით აკანონებს აშოტ I კურაპალატის უფლებას ტაო-კლარჯეთზე. (გიორგი მერჩულე, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” წიგნში: ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურეს ძეგლები, წიგ. I, თბ. 1963; Георгий Мерчуле. Житие Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н.Я.Марра с Дневником поездки в Шавшию и Кларджию (65 рисунков). ТР, кн. VII, Спб., 1911, стр.96).

ქართლის ერისმთავრები ქართლის მეფეთა ფარნავაზიანთა შთამომავლებად და მათ მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს. “მოქცევაჲ ქართლისაჲ” და სუმბატ დავითის ძე, ადარნასე კურაპალატს ქართლის ერი%