საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების 

დანართი №1

ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ღვთიური წარმომავლობის შესახებ

“…ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა                                      მიერ ცხებით განეგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა                                 და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა”

“ახალი ქართლის ცხოვრება”

ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს წყაროს თანახმად “ქართველნი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ” (1. Марко Поло. Путешествияю Изд. Магидовича. Москва, 1954, стр.153).

ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორიაც.
Bibl. DAVIDბიბლიის მიხედვით, ებრაელები თვით ღმერთის მიერ რჩეული ხალხია, სადაც მეფობა მის მიერ არის დადგენილი: “…გცნო შენ უფალმან მეფედ ერისა თჳსისა ისრაელსა შორის და შენ მეფედ პირველ იქმენ ერთა შორის უფლისათა”, ასე მიმართავენ საულს მეფედ დადგენის დროს (ბიბლია. საპატრიარქოს გამოშვება, თბილისი 1989, გვ. 249. მეფეთა I, თავი 10,  პ.1).

ბაგრატიონთა ისტორიკოს სუმბატ დავითის ძესთან (XI ს.) დაცული ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორიით, საქართველოს სამეფო გვარი – ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად თვლიდნენ თავიანთ თავს და ამიტომაც იწოდებოდნენ “იესიან-დავითიან-სოლომონიანებად” (სუმბატ დავითის ძე, “ცხოვრება ბაგრატონიანთა” წიგნში: “ქართლის ცხოვრება”, თავი I, ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.თბ. 1955, გვ. 378).

ბაგრატიონთა გვარი ადრევე გამოჩნდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ არენაზე, რომლის შესახებ ქართულ-სომხურ გარემოში სხვადასხვა ლეგენდები შეიქმნა. (4. Н.Адонц. Армения в эпоху Юстиниана. Спб., 1908, стр.413; მ. ლორთქიფანიძე, ლეგენდა ბაგრატიონთა არმოშობის შესახებ. კრ. “კავკასიის ხალხების ისტორიის საკითხები”, თბ. 1966, გვ.144-149; ი. ბიჭიკაშვილი “ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთიური წარმომავლობის შესახებ. ალმანახი “ბაგრატოვანნი”, №1, თბ. 2000, გვ.9-16).

ლეგენდა ქართველი ბაგრატიონების ბიბლიურ დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობის შესახებ მჭიდრო კავშირშია სომხეთის სამეფო გვარის ბაგრატუნების იზოთეიზმთან (ბ. კუპატაძე, იზოთეიზმის ისტორიული საფუძვლები და ბაგრატიონთა დინასტია. ჟურნ. “არტანუჯი”, №1, თბ. 1994, გვ. 24-30).

ცნობა ბაგრატიონთა გვარის ბიბლიური მეფის დავითისგან წარმოშობის შესახებ დადასტურებულია X ს. სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის “სომხეთის ისტორიაში” (ანისის ბაგრატუნების მატეანეში), რომელიც გამაერთიანებელი რგოლია შამბატისა და ბიბლიური მეფე დავითისგან წარმომავლობის ორი ტრადიციისა. იოანე დრასხანაკერტელი წერდა: “ვალარშაკმა, სომეხთა მეფემ ბაგრატი (მოვსეს ხორენაცისეული ბივრატი), რომელიც შამბატ ურიასგან იყო და რომელზეც ამბობდნენ დავითის ტომისა იყოო, თავის გვირგვინისმდებლად დაამტკიცა”. (ი. აბულაძე, იოანე დრასხანაკერტელი, “ცნობები საქართველოს შესახებ”, თბ. 1937, გვ.3; Иованнес Драсханакертци. История Армении (786-925 гг.). Ереван, 1986, стр.55).

ბაგრატიონების მეფე-წინასწარმეტყველ დავითისაგან წარმომავლობის თეორია მოყვანილია ბიზანტიის იმპერატორ
SUR-14C-KORONACIS-K2 ONSTANTINS VII PORFIROGENETA copy კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში “De Administrando imperio”, სადაც ვკითხულობთ:  “Должно знать, что ивиры, а именно – люди курапалата, похваляясь, утверждают, что происходят от жены Урии (Хеттеянина), прелюбодействовавшей с Давидом, пророком и василевсом. Они происходят, по их словам, от рожденных ее детей Давида, являются родственниками Давида, пророка и василевса, а тем самым и пресвятой Богородицы, ибо она происходила от семени Давидова.

Поскольку, как они сами говорят, они происходят из Иерусалима, поскольку великое почтение они питают к нему и к гробу Господа нашего Иисуса Христа, и от времени до времени щедро шлют деньги патриарху святого града и тамошним христианам.

Со времени переселения их из Иерусалима в ныне населяемую ими страну минуло до сей поры, до 10 индиктиона 6460 года от сотворения мира (952 г.), до царствования Константина и Романа, христолюбивых и багрянородных василевсов ромеев – 400 лет или даже 500”. (7. Константин VII Порфирогенет (Багрянородный). Об управлении империей. Под редакцией Г.Г.Литаврина. Москва, 1991, стр.193-195).

GRIGOL XANDZTELI 2.ქართულ მწერლობაში პირველი ცნობა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდან, ანუ მათი ღვთიური წარმომავლობის შესახებ დაცულია გიორგი მერჩულესთან “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”; გრიგოლ ხანძთელი (759-861) ასე მიმართავს აშოტ კურაპალატს: “დავით წინასწარმეტყუჱლისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან” და ამით აკანონებს აშოტ I კურაპალატის უფლებას ტაო-კლარჯეთზე. (გიორგი მერჩულე, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” წიგნში: ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურეს ძეგლები, წიგ. I, თბ. 1963; Георгий Мерчуле. Житие Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н.Я.Марра с Дневником поездки в Шавшию и Кларджию (65 рисунков). ТР, кн. VII, Спб., 1911, стр.96).

ქართლის ერისმთავრები ქართლის მეფეთა ფარნავაზიანთა შთამომავლებად და მათ მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს. “მოქცევაჲ ქართლისაჲ” და სუმბატ დავითის ძე, ადარნასე კურაპალატს ქართლის ერისმთავართა სახლის წარმომადგენლად და მის წევრად მიიჩნევს.

ქართულ ისტორიულ წყაროთა ერთ ნაწილში დაცული ისტორიული ტრადიციით, ბაგრატიონთა გვარის დაწინაურება VI ს-ით თარიღდება, ხოლო ქართველი ბაგრატიონების დინასტიის ფუძემდებლად გუარამ (გურგენ) ერისმთავარია მიჩნეული (აქედან გამომდინარე, მას გუარამიანთა სახლს უწოდებენ). სუმბატ დავითის ძის ამ ცნობას ეხმიანება X ს. ბიზანტიელი იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (913-959) თხზულების ინფორმაცია იბერიაში ბაგრატიონთა 400-500 წლის წინ დამკვიდრების შესახებ. ამ ცნობების მიხედვით ქართლის ერისმთავრები ბაგრატიონები არიან. გვიანი შუასაუკუნეების ქართული ისტორიული თხზულებები და მათ შორის თავად ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები, ბატონიშვილები, თავიანთი საგვარეულოს აღზევების ხანას VI ს-ით ათარიღებენ და მას ქართლის ერისმთავრებთან აკავშირებენ. (9. Константин VII Порфирогенет (Багрянородный). Об управлении империей. Под редакцией Г.Г.Литаврина. Москва, 1991, стр.195).

ვახტანგ VI ბაგრატიონთა “ნათესაობის წიგნში” ქართველ ერს განიხილავს როგორც ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის შთამომავლებს, ხოლო ბაგრატიონებს – ნოეს უფროსი შვილის სემის; ნათესაობა აქ წარმოდგენილია “დაბადების” ძირითადი გენეალოგიური ხაზის სახით: ნოე-სემი-აბრაამი-იაკობი-იესე-დავით მეფე-სოლომონი; ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეებად არიან გამოცხადებული (გორკის ოლქში აღმოჩენილი ქართული სიძველეები. კრებულში “ლიტერატურული ძიებანი”, ტ.4, თბ. 1947; ვახტანგ VI მიერ შედგენილი ქართველ მეფეთა გენეალოგია. იხ. წიგნში “ბაგრატიონები” სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, 2003, გვ. 256-257 შორის).

მაგალითად, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან, დავით IV აღმაშენებელი ებრაელთა მეფის დავითის 78-ე შთამომავლად არის მიჩნეული: “…ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმამან, დავით, ღმერთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით” (ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი. თექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ, თბ. 1992 წ., გვ. 165).

ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ შესრულებული “ქართლის ცხოვრების” გადაკეთებული ჩანართის მიხედვით, გუარამ2 genetic tree-01 copy ქართლის ერისმთავარი “დედით იყო ხოსროიანი (ე.ი. ფარნავაზიანი) და მამით ბაგრატიონი”. დაახლოებით ასეთივე ცნობა აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც (ვახუშტი, “აღწერა სამეფოსა საქართველოისა” წიგნში: ქართლის ცხოვრება, თავი 4. წიგნი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ. 1973, გვ. 565).

ამდენად, ლაპარაკია ამ საგვარეულოთა ნათესაობაზე. სომეხი ისტორიკოსის სებეოსის ანონიმი ბაგრატიონებს ქართლის მეფეთა დინასტიასთან აკავშირებს და მათ ფარნავაზიანთა განშტოებად მიიჩნევს. “ქართლის ცხოვრებაში” დაცული ისტორიული ტრადიცია კი ქართლის ერისმთავრებს ფარნავაზიანთა დინასტიასთან ანათესავებს.

თქმულება ქართველ მეფეთა დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობის შესახებ ქართველთა სამეფოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობის იდეის განმტკიცებასაც ისახავდა მიზნად. ამანაც განაპირობა, რომ “ჩვეულება იყო საქართველოს ნათესავთაგან მაშინ, რამეთუ არა ვისმე იპატრონებდიან, უკეთუ ჰყავთ მემკჳდრე მეფეთა ნათესავი” და თუ “მეფობის” მდომი “მეფეთა მონათესავეთაგანი” არ იყო, მაშინ იგი “ვერ იკადრებდა მეფედ წოდებად და სწორყოფად და ვერცა გუარობასა მეფეთასა” (ვახუშტი, “აღწერა სამეფოსა საქართველოისა” წიგნში: ქართლის ცხოვრება, თავი 4. ჭიგნი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ. 1973, გვ. 565).

ვახტანგ VI-ს მიერ შედგენილ გენეალოგიაში სოლომონის შემდგომი შტოები ოვალურად არის გამოხაზული. სქემაში წარმოდგენილია გენეალოგიური ხაზი ბიბლიური ადამიდან ნოემდე, ნოედან დავით წინასწარმწტყველამდე, დავითიდან მეთვრამეტე საუკუნის ქართველ მეფეებამდე. ამით ხაზგასმულია ბაგრატიონთა პირდაპირი ნათესაობა ბიბლიურ დავითთან.

ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულა

 

საქართველოღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართების მფლობელი

 

უფლის კვართი

ქართული ისტორიული წყაროებით, “წარავლინა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისა”; მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე “დამსჭუალეს” “კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წამოიღო ელიოზ და მოიღო მცხეთას” “მეორე იერუსალიმად” წოდებულ ქალაქში.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ, “რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა”; როცა მაცხოვარი მას გამოეცხადა თქვა: ”ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა” (არსენ ბერი. ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი. საეკლესიო მუზეუმის გამოცემა. თბილისი, 1904).

მართლაც მარიამ ღვთისმშობლისადმი “წილად ხუედრებულ” საქართველოში “ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმონ კანანელი”. საქართველოს კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერისძე (XII ს.) ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას – “ნაწილიცა იყო დედისა ღმრ-თისა”.

აღმზრდელი მოხუცი ქალი უყვება წმინდა ნინოს მაცხოვრის მიწიერი წამების შესახებ, “ხარებასა და ნათლის ღებასა, ჯუარცუმასა და აღდგომასა, და სუდრისათჳს და ტილო-თა, და ჯუარისათჳს და კუართისა”. წმინდა ნინო კითხულობს “სადაობასა კუართისასა”, რაზეც პასუხად მიიღო: ”ჰხუდა იგი წილად ჰურიათა მცხეთელთა”.

მოციქულთა სწორი წმ. ნინო “ყოველსა ჟამსა ევედრებოდეს სენაკსა შინა თჳსსა ხატსა მას წმინდასა ღმრთისმშობელისა წინაშე მდგომარე”, რათა ენახა საქართველოში მყოფი ერთ-ერთი უპირველესი ქრისტიანული სიწმინდე – მაცხოვრის კვართი (პერანგი). “წმიდამან ღმრთისმშობელმან შეისმინა ვედრებისა მისისაჲ და მოიჴსენა წილხუდომაჲ მისი ქართველთა ნათესავისაჲ, ოდეს იგი წილ იგდეს მოციქულთა ქუეყანაჲ, და ამისათჳსცა განჰმზადა ღირსი და წმიდაჲ ნინო მოციქულად. და ნეტარ ვართ ჩუენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისანი”;  “ხოლო ღამესა მას გამოუჩნდა ღირსსა ნინოს ძილსა შინა წმინდაჲ ღვთისმშობელი და ჰრქუა:  “წარვედ ქუეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაჲ ძისა ჩემისაჲ, და ჰპოო შენ მადლი წინაშე ღმრთისა, და მე ვიყო მფარველი ჴელის ამპყრობელი შენი” (არსენ ბერი. ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოსი. საეკლესიო მუზეუმის გამოცემა. თბილისი, 1904).

ღვთისმშობლის კვართი

1030 წელს, საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ იქორწინა ბიზანტიის იმპერატორ რომან III არგირის ძმისწულ ელენეზე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მან საქართველოში მდიდრული მზითვები ჩამოიტანა, რომელთა შორის იყო ღვთისმშობლის კვართი (Д.Бакрадзе. Кавказ в древних памятниках христианства.Тфл., 1881).

სხვა, დღემდე შემორჩენილ შუასაუკუნეების ქართულ წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია ღვთისმშობლის კვართისTUNIC H.V.555 საქართველოში არსებობის შესახებ. მაგალითად, როდესაც XII ს-ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე, თავის თხზულებაში მოიხსენიებს საქართველოს სიწმინდეებს და მათ შორის ხაზს ასახელებს ქრისტეს კვართს, არაფერს ამბობს ღვთისმშობლის კვართის შესახებ.

არსებობს წყარო, რომლის თანახმადაც 1387 წელს, კონსტანტინოპოლს წვევია რუსი მიტროპოლიტი პიმენი, რომელსაც დაუთვალიერებია ბიზანტიის დედაქალაქის მონასტრები და მათში მოთავსებული სიწმინდეები. ვლაქერნის ტაძრის დათვალიერებისას მისთვის უჩვენებიათ კიდობანი, რომელშიც ღვთისმშობლის კვართი და სარტყელი ესვენა.  (С.Снесорова. “Земная жизнь Пресвятой Богородицы и описание святых чудотворных ее икон”. Ярославль, 1997, стр.83).

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც დასტურდება საქართველოში ღვთისმშობლის კვართის არსებობა. კერძოდ, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.), ბერძენ დევნილ ბერებს ღვთისმშობლის კვართი, სხვა სიწმინდეებთან ერთად სამეგრელოში ჩამოუტანიათ. მათ, თავი სამეგრელოს სხვადასხვა მონასტრებში შეუფარებიათ და შესაბამისად უამრავი სიწმინდე გადარჩენილ იქნა განადგურებას.

ასევე, რუსეთის ელჩი ზახარინი, რომელიც 1639 წელს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს სტუმრობდა, თავის აღწერაში აღნიშნავს, რომ ის სწვევია ხობის მონასტერს, სადაც მისთვის უჩვენებიათ ღვთისმშობლის კვართი. (Описание посольства Захарьина в Дадианскую землю. В кн.: Русские путешественники в XVI-XVII вв. Москва, 1956, стр.87).

ასევე,  XVII ს.-ის 40-იან წლებში, როგორც გადმოგვცემს კათოლიკე მისიონერი ძამპი, მას ხობის მონასტერში უნახავს ღვთისმშობლის კვართი (ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. “წერილები საქართველოზე”, იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ, თბ. 1964, გვ. 156; გ. კალანდია, “ოდიშის საეპოსკოპოსოები”, თბ. 2004, გვ. 193-194).

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის დღესასწაულზე ამ უდიდეს სიწმინდეს,  გამოასვენებს, რათა მრევლს საშუალება ჰქონდეს თაყვანი სცეს მას.