საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №10

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №10

ბატონიშვილი ნუგზარის საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად და სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარება

2006 წლის მემორანდუმი

ბაგრატოვანთა სახლიგანაცხადებს

(ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს დინასტიური უფლებები და ლეგიტიმურობის პრინციპი)

(გთავაზობთ შემოკლებული ფორმით)

დღეს, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენი ქვეყანა ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოში, აუცილებელია სწორი და დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, კულტურა და ტრადიციები არ იქნას შებღალული და გაცამტვერებული.

უკვე ორ საუკუნეზე მეტმა ხანმა განვლო, რაც საქართველოს აღარ მართავენ ღვთივკურთხეული მეფეები, ამ ფაქტმა გარკვეული დაღი დაასვა ჩვენს დღევანდელ რეალობასაც, ქართველ კაცს არ გააჩნია ჭეშმარიტი ეროვნული თვითშეგნება, ქართული საზოგადოება დაქსაქსული და დანაწევრებულია, ქვეყანა გეო-პოლიტიკურ კრიზისშია. სწორედ ამ სირთულეებზე ამახვილებდა ყურადღებას წმინდა ილია მართალიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში.

ჩვენ ბაგრატიონები, არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ იმითი, რომ უბრალოდ წევრები ვართ ამ დიდი საზოგადოების და საწევრო ბარათი არ უნდა იყოს ჩვენთვის მიზანი. ჩვენ ქართველ ხალხში უნდა გავაღვიძოთ ჩვენდამი ნდობა, რაც ჩვენი მათდამი მზრუნველობით იქნება გამოწვეული. ასე იქცეოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ქართველი ერი დღეს საჭიროებს არა მხოლოდ სულიერ მზრუნველობას, არამედ მატერიალურსაც. ღვთის წყალობით დღეს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია მშვენიერად ახერხებს ერის სულიერ მწყემსობას, მაგრამ ერი საჭიროებს ხორციელ საზრდოსაც, ამიტომაც საჭიროა, რომ “ბაგრატოვანთა სახლმა”, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ მალე მყარი, ქმედითი საზოგადოება გახდება და ამაში წვლილს თითოეული ჩვენთაგანი შეიტანს, შეძლოს, თუნდაც მცირედის, მაგრამ მნიშვნელოვანი მზრუნველობის გამოხატვა თავისი ხალხის მიმართ.

თუ ჩვენ ევროპის ნაწილად, ანდა, უბრალოდ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად აღვიქვავთ თავს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც დაკარგული გვაქვს სწორედ ევროპის საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით უნდა აღვადგინოთ. ნებისმიერ მონარქისტულ ქვეყანაში (ასევე არამონარქისტულშიდაც, სადაც სამეფო ოჯახი არსებობს) ეს პრინციპები დაცული და ხელშეუხებელია, რატომ არ უნდა იყოს ასე ჩვენთანაც?!

საზოგადოებაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, შეიძლება ითქვას უამრავიც, მაგრამ პირველ რიგში სტრუქტურის გამყარებაა აუცილებელი ლეგიტიმური პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოქვეყნდა ოფიციალურად შესაბამისი სტატიები თუ ნაშრომები ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, მიუხედავათ იმისა, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი ამ მოწესრიგებულ, ისტორიულად დადგენილ სტრუქტურას იზიარებს, მაინც აუცილებლად მიგვაჩნია გარკვეული ფორმალური ნაბიჯები გადადგმულ იქნას არსებული ქაოსური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საჭიროა წინსვლა. პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის აუცილებელია ბაგრატიონთა ყველა ოჯახის თითო წარმომადგენელმა მაინც, გამოიჩინოს დიდსულოვნება და ხელის მოწერით დააფიქსიროს თავის შტოს ადგილი საერთო საგვარეულო რიგში. ეს ქმედება, “ბაგრატოვანთა სახლს” მისცემს წინსვლისა და განვითარების საშუალებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ყოველი ჩვენთაგანი დიდი სერიოზულობით მიუდგება ამ საკითხს და იმოქმედებს ქრისტიანული სულისკვეთებით.

ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ მოკლე მეცნიერული  ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით: 

ბაგრატიონთა სამეფო გვარის ისტორია მნიშვნელოვანია ასევე ლეგიტიმურობის პრინციპის დაცვის თვალსაზრისითაც. მსოფლიო ისტორიაში ლეგიტიმურობის პრინციპი ნიშნავს – სამეფო გვარში უფროსს შვილზე ხელისუფლების, მემკვიდრეობის ფორმით გადაცემას. ეს პრინციპი საერთოა, როგორც საქართველოსათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის. თუ მეფეს არ რჩება შთამომავალი, მაშინ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი სამეფო შტოდან უშუალოდ მის მომდევნო უფროს ნათესავს და არა საგვარეულო განშტოების წარმომადგენელს გადაეცემა ნათესაური სიახლოვის პრინციპის მიხედვით.

მეფის ხელისუფლება გრძელდება მის აღსასრულამდე. ეს იყო სამეფო ხელისუფლების არსებობის ძირითადი პრინციპი. ჯერ კიდევ დავით IV აღმაშენებელი თავის თხზულებაში “გალობანი სინანულისანი” ავითარებს თვალსაზრისს სამეფო ხელისუფლების და მეფობის წარმოშობის შესახებ. მისი აზრით, მეფობა მომდინარეობს ღვთისაგან, ღმერთმა მისცა მას მეფობა და “პორფირი თვითმმართველობისა თანა მეფობისაიცა”. …

…ხუთი საუკუნის მანძილზე (1466 წლამდე) გაერთიანებულ საქართველოს სამეფოში, ბაგრატიონთა გვარის ძირითადი შტო მეფობდა. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII (1446-1466) 1466 წელს კახეთში გადასვლის შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყანაში შინაომებისა და რთული პოლიტიკური ვითარების გამო, საფუძველი ჩაეყარა კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს, რომლის წარმომადგენლებმა გარკვეულ პერიოდებში შეძლეს ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანება, რაც ქვეყნის გაერთიანებისაკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯები იყო.

XV ს. მეორე ნახევარში ერთიანი საქართველო სამ სამეფოდ და სამცხე-საათაბაგოს სამთავროდ დაიშალა (1466 წ. – დე ფაქტო, ხოლო 1491 წ. – დე იურე). კახეთში გამეფდა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე – გიორგი VIII, ქართლში – მისი (ძმისშვილი?) ნათესავი – კონსტანტინე II და იმერეთში – მისი ბიძაშვილი – ბაგრატ VI.

ერთიანი სახელმწიფო სამ სამეფოდ რომ არ დაშლილიყო, ბაგრატიონთა გვარის ძირითად, სამეფო შტოში უფროსობას გიორგი VIII ვაჟი ალექსანდრე I გააგრძელებდა, მაგრამ ამ ჯერად, არა სრულიად საქართველოს მეფე, არამედ იგი კახეთის მეფე გახდა.

300 წლის შემდეგ ალექსანდრე I-ის პირდაპირი შთამომავალი კახეთის მეფე თეიმურაზ II, რომელიც იყო ქართლის და შემდგომ კახეთის მეფის ერეკლე I-ის ვაჟი და მეფე ვახტანგ VI სიძე, თავის შვილთან  – ერეკლე II-თან ერთად (რომელიც, შესაბამისად იყო ვახტანგ VI შვილიშვილი) აერთიანებს ქართლსა და კახეთს (1744 წ. დე-ფაქტოთ, ხოლო თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ 1762 წ. დე-იურედ).  ქართლის სამეფო შტო კი, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ტოვებს ქვეყანას და გადადის რუსეთში საცხოვრებლად…

…რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წ. ანექსირებულ იქნა აღმოსავლეთ საქართველო, რაც ეწინააღმდეგებოდა 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს. რუსეთის ქვეშევრდომობისას ბაგრატიონებს თანდათან შეუზღუდეს დინასტიური უფლებები და მოუსპეს ქვეყნის უშუალო მართვის შესაძლებლობა.

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში მონარქიის რესტავრაციის შიშით 1803 წელს აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იძულებით გადაასახლა ბაგრატიონთა  სამეფო შტოს, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის, ყველა შთამომავალი (8. Воспоминания Ольги Грузинской. глава XIV. Публикацию подготовили И.Бичикашвили, Д.Нинидзе и А.Мхеидзе. газ. “Свободная Грузия”, Тб., 1996, 10,13,17,20,22 августа; საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.IV. დას. ნაშრ. გვ.838).

ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრებმა დაიწყეს ბრძოლა საქართველოში სამეფო ხელისუფლების აღდგენისათვის. მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყებების ორგანიზატორები,  რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ასახელებდნენ,  კერძოდ საქართველოს მთავარმართველის ნ.ფ. რტიშევის (1812-1816) ცნობის თანახმად: “ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამეფო თუ სამთავრო გვარეულობის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ საქართველოს სამეფოს აღდგენას. მათი გადაწყვეტილებით მეფე გიორგი XII-ის შვილები დავით (XII) ბატონიშვილი უნდა გამეფებულიყო ქართლ-კახეთში, ხოლო იოანე ბატონიშვილი – იმერეთში”  (9. Российский Центральный Государственный Военно-Исторический Архив (РЦГВИА), Фонд ВУА, дело №4270 (1813 г.) – Докладная записка Главноуправляющего Грузией, генерал-лейтенанта Н.Ф.Ртищева).

1832 წელს ქართველმა ბატონიშვილებმა კვლავ სცადეს საქართველოში სამეფო ხელისუფლების აღდგენა, რომლებიც დაუკავშირდნენ ირანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს. შეთქმულება ერთ-ერთმა მონაწილემ გასცა. შეთქმულება უშედეგოდ დასრულდა  (10. გ.გოზალიშვილი. 1832 წლის შეთქმულება. თბ., 1935, 524 გვ.)…

…რუსეთში ძალით გადასახლებულმა ბაგრატიონთა სამეფო შტოს (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) უფლისწულებმა თავი გამოიჩინეს სამხედრო ასპარეზზე, მეცნიერებაში,  ხელოვნებაში,  ლიტერატურაში და სხვ  (14. მიხეილ გონიკაშვილი. ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში. თბ., 1986).

რუსეთის იმპერიაში ქართლ-კახეთის მეფეების ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის შვილები “ქართველი ბატონიშვილების” (“Грузинские царевичи и царевны”) ოფიციალურ წოდებას ატარებდნენ. რუსეთში მათი საპატიო ტიტული იყო “უგანათლებულესობა” (Светлейшие(15. Николай Константинович Имеретинский. Багратиды в России. Спб., 1885 (ხელნაწერი). ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ფონდი ღოს-736. მიხეილ გონიკაშვილი. ბაგრატიონთა დასახლება.., დას. ნაშრ. გვ.6).

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს 1804 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით და 1812 წლის 12 მარტის მინისტრთა კომიტეტის  გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ “მხოლოდ საქართველოს (ქართლ-კახეთის) მეფეების შვილები – ბატონიშვილები, ინარჩუნებენ ამ წოდებას, ხოლო მათი შთამომავლები ატარებენ “ქართველი თავადის” (გრუზინსკების) – Prince of Georgia, ხოლო იმერეთის ბატონიშვილების შვილები – “იმერეთის თავადის”- Prince of Imereti (იმერეტინსკების) წოდებას”  (16. Российский Государственный Исторический Архив (РГИА), Департамент общих дел Министерства Внутренних Дел, Фонд 1284, опись 235 (1 отделение, 3 стол), 1804-1861 гг., дело №305 – Протоколы Государственного Совета 12 сентября 1804 года, журналы Комитета Министров 26 марта 1812 года и другие постановления о членах Царских Закавказских Домов;  Юдин П. Судьба князей Багратионов Имеретинских в России. журн. “Русский Архив”, Спб., 1896, март, стр.299-312).

1833 წლის 25 აპრილს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I ბრძანებით და სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით ხელმეორედ ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის შვილიშვილებს მიენიჭა “ქართველი თავადის” – Prince of Georgia – “გრუზინსკების” წოდება, რომელიც შემდგომ მათ გვარად იქცა  (17. Дворянские роды Российской Империи. т.III, Князья. Под редакцией С.В.Думина. Москва, 1996, стр.71).

ყოველივე ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე აშკარად შეინიშნება, რომ ვერც რუსეთის იმპერია ვერ უვლიდა გვერდს იმ ფაქტს, რომ არ მიენიჭებინა ლეგიტიმური უპირატესობა ქართლ-კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენელთათვის. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნებართვით “იმერეტინსკების” პარალელურად იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთა შვილები – ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები 1837 წლიდან იწოდებოდნენ თავად “ბაგრატიონ-იმერეტინსკებად”, ხოლო მეფე დავით II-ის შთამომავლები – თავად “იმერეტინსკებად”, რომელიც მათ გვარად იქცა  (18. Списки титулованным родам и лицам Российской Империи. Издание Департамента Герольдии Правительствующего Сената. Спб., 1892). იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შვილიშვილები ივანე და თეიმურაზ დავითის ძეები დასახელებულები არიან 1850 წლის იმერეთის თავადურ გვარების სიაში, როგორც თავადი ბაგრატიონები (19. Именной посемейный список лицам, принадлежащим к княжеским и дворянским родам Имеретии. Спб., 1851).

იმერეთის ბაგრატიონთა შტოს მიეკუთვნებიან ასევე იმერეთში მცხოვრები თავადი ბაგრატიონები, რომლებიც იმერეთის სამეფოს არსებობის პერიოდში, ქართული სამართლის თანახმად,  XVIII ს. ბოლოსა და XIX ს. დასაწყისში ატარებდნენ თავადის წოდებას და არა ბატონიშვილისას, რადგან ეს შტო მომდინარეობდა ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილის სიმონისაგან. ხოლო, რუსეთის იმპერიის არსებობის პირობებში, მათი თავადური წოდება დამცრობილ იქნა აზნაურულ წოდებამდე, იმის გამო, რომ სიმონის შვილი როსტომი იღებდა მონაწილეობას იმერეთის 1819-1820 წწ. აჯანყებაში  (20. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფონდი #2, აღწერა 1, საქმე #6858, ფ.5; სცია, ფონდი #2, აღწერა 1, საქმე #2232, ფ.6)

ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეთა შთამომავლები 1865 წლამდე ატარებდნენ საპატიო წოდებას – “ბრწყინვალება”. 1865 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ლეგიტიმურობის პრინციპის დაცვით ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეების, კერძოდ, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის, ალექსანდრე V-ის, სოლომონ I-ის და დავით II-ის ყველა შთამომავალს “უგანათლებულესობის” ტიტული მიანიჭა  (21. РГИА, фонд 1405, опись 62, дело №44, лл.1-23 – О предоставлении Князьям Грузинским титула Светлости; საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფონდი 213, აღწერილობა 1, საქმე #1456, გვ.1-3 – По указу Правительствующего Сената по Департаменту Герольдии о предоставлении титула Светлости потомкам последних царей Грузии и Имеретии).

საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII უფროსი ვაჟი დავით (XII) ბატონიშვილი (1767-1819) ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. 1819 წელს გვარში უფროსობა მიენიჭა დავითის უმცროს ძმას იოანე ბატონიშვილს (1768-1830).

1880 წელს იოანე ბატონიშვილის შვილიშვილის უგანათლებულესი თავადის იოანე გრიგოლის ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის (1830-1880) გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ძირითად შტოში სამეფო სახლის უფროსობა მეფე გიორგი XII ვაჟის – ბაგრატ ბატონიშვილის (1776-1841) შვილს უგანათლებულეს თავად დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის (1819-1888) მიენიჭა.

დავითის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ 1888 წელს უფროსობა გადაეცა მის ძმისწულს – უგანათლებულეს თავად პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის (1857-1922). ამ ფაქტს, ასევე გვიდასტურებს მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილის, უგანათლებულესი თავადი ოლღა ილიას ასული გრუზინსკაიას (1840-1913) 1910 წლის “მოგონება”: “Петр, ныне старший в Царском роде” (22. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფონდი #2 (ამიერკავკასიის მხარის მთავარმართველის კანცელარია), აღწერა #2, საქმე #1415, ფ.3 – Воспоминания Светлейшей княжны Ольги Грузинской (Багратиони); Текст к изданию подготовили и примечаниями снабдили И.Бичикашвили, Д.Нинидзе и А.Мхеидзе. газ. “Свободная Грузия”, №91 (27 июня)).

ბატონიშვილის და უგანათლებულესი თავადის პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილია,  დღეს თბილისში მცხოვრები ბატონიშვილი და უგანათლებულესი თავადი,  საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე,  მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ პეტრეს ძე  ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ.1950).

ისტორიული და პოლიტიკური ტრადიციების მნიშვნელობის მომდევნო მეფური შტო არის – იმერეთის ბაგრატიონთა შტო. იმერეთის სამეფოს სათავე დასდო საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ძმისშვილმა ბაგრატ VI (II)-მ XV ს. შუა წლებში.

მეფე ბაგრატ VI-ის (1466-1478) პირდაპირი შთამომავლები არიან – 1900 წელს ვარშავის გენერალ-გუბერნატორი, უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი (1837-1900), რომლის გარდაცვალების შემდეგ,  გვარში უფროსობა გადაეცა მეფე სოლომონ I-ის (1752-1784) ძმის – ბაგრატ ბატონიშვილის (1740-1800) შთამომავალს უგანათლებულეს თავად დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის (1894-1937), რომლის ასული ბატონიშვილი და უგანათლებულესი თავადი, მისი უმაღლესობა ნინო ბაგრატიონი (დ.1915) თბილისში ცხოვრობს და “ბაგრატოვანთა სახლის” სათავეში დგას.

ქართველ მეფეებს ბაგრატიონთა დინასტიიდან არასდროს ხელმწიფობაზე ხელი არ აუღიათ (23. А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы относящиеся к Грузии, т.II, вып.I. Спб., 1891, стр.187; А.Цагарели. Грамоты.., ук. соч.  т.II, вып.II. Спб., 1891, стр.287).

ამგვარად საქართველოს სამეფო გვარად კვლავ ბაგრატიონები ითვლებიან.

ბაგრატიონთა გვარის ყველა დანარჩენი შტოების წარმომადგენლები, ისე როგორც საქართველოს სამეფოს არსებობის ხანაში, როცა სამეფო კარისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, ასევე მისი გაუქმების შემდეგაც,  მიეკუთვნებოდნენ გვერდით განშტოებებს და შესაბამისად ატარებდნენ თავადურ წოდებებს,  კერძოდ – ბაგრატიონ-მუხრანსკები,  ბაგრატიონ-დავითიშვილები და ბაგრატიონ-ბაბადიშები  (24. დ.ნინიძე. სამუხრანბატონოსა და მუხრანბატონთა წარმოშობისათვის. ჟურნ. “არტანუჯი”, #5, თბ., 1996, გვ.22-27; დ.ნინიძე. მუხრანბატონები. თბ., 1997; დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა”. თბ., 1999; დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII საუკუნეებში. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.44; Российский Государственный Исторический архив, Департамент Общих Дел МВД, Фонд №1284, опись 235, 1804-1861 гг. (Опись делам главного пристава  при членах бывших Царских Закавказских Домов, Яблонского с 1804 по 1820 гг. – Дело №52 (19.12.1811 г.), л.2 – О сыновьях Царевны Кетеван Ираклиевны, князьях Константине и Теймуразе Багратион-Мухранских; Российский  Государственный  Исторический  архив, Третий Департамент Сената, Фонд №1343, опись 51 (1683-1917 гг.) (Родословные книги и списки причисленных к дворянству), Дело №775 – Списки грузинских князей и дворян, подтвердивших дворянское происхождение (1840 г.)).

მე-XVI ს. დასაწყისში ქართლის სამეფო სახლს გამოეყო მუხრანბატონთა გვერდითი შტო. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს საფუძველი ჩაეყარა 1512 წელს. მისი ფუძემდებელი იყო ქართლის მეფე დავით X-ის (1505-1525) უმცროსი ძმა ბაგრატ მუხრანბატონი, რომელსაც სამფლობელოდ სამუხრანო გადაეცა. XVI-XVIII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის სამეფოს ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ, როგორებიც იყვნენ: 1. მუხრანბატონები, 2. არაგვის ერისთავები, 3. ქსნის ერისთავები, 4. ორბელიანები და 5. ამილახვრები. ისინი დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1658 წელს ვახტანგ (ბახუტა) მუხრანბატონის ქართლის სამეფო ტახტზე ასვლით მოხდა ბაგრატიონთა საგვარეულოს გვერდითი განშტოების – მუხრანბატონთა უფროსი შტოს გამეფება. მუხრანში მფლობელობას მუხრანბატონთა უმცროსი შტო აგრძელებს,  კერძოდ,  ვახტანგ V-ის უმცროსი ძმა – კონსტანტინე. მუხრანბატონებად უკვე მისი შთამომავალნი იწოდებიან  (25. დ.ნინიძე. სამუხრანბატონოსა და მუხრანბატონთა წარმოშობისათვის. ჟურნ. “არტანუჯი”, #5, თბ., 1996, გვ.22-27; დ.ნინიძე. მუხრანბატონები. თბ., 1997).

ბაგრატიონთა საგვარეულოს მიეკუთვნებიან ასევე კახეთის ბაგრატიონთა გვერდითი შტოები: თავადები ბაგრატიონ-დავითიშვილები და ბაგრატიონ-ბაბადიშები.

ბაგრატიონ-დავითიშვილები კახეთის მეფის, ალექსანდრე I-ის, შთამომავლები არიან. მეფე გიორგი II-ის მიერ თავისი უმცროსი ძმის – დემეტრეს კახეთის სამეფოდან გაძევებას მოჰყვა დემეტრეს შთამომავლების ქართლში გადასვლა, სადაც იწოდნენ ბაგრატიონ-დავითიშვილებად. გაძევების გამო მათ დაკარგეს სამფლობელო და ჩვეულებრივ თავადებად იქცნენ  (26. დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა”. თბ., 1999).

ბაგრატიონ-ბაბადიშები მომდინარეობენ მეფე ერეკლე I-ის უმცროსი ძმის იოსებ ბატონიშვილისაგან. მე-XVII საუკუნის მეორე ნახევარში კახეთის სამეფოს ბაგრატიონთა დინასტიას გამოეყვნენ თავადი ბაბადიშები. მათი გვარის ფუძემდებელი იყო მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი – დავით ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი იოსებ (როსებ) ბაგრატიონი (27. დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII საუკუნეებში. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.44).

“ბაგრატოვანთა სახლის” დამფუძნებლები ვთვლით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ქვეყნის ისტორიაში თვისობრივი გარდატეხა უნდა მოჰყვეს და ამასთან ერთად დადგა ბაგრატოვანთა გვარის მისიის განახლების ჟამიც – ჩვენ ახალი ძალებით უნდა ჩავებათ საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სამართლიანი სახელმწიფოს შენების პროცესში. ამ საქმიანობაში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქრისტიანული მრწამსითა და ქართველი ერისათვის ჩვეული შემწყნარებლობით.

ზემოთ წარმოდგენილი წერილი გვაძლევს უფლებას დავიცვათ კანონიერება და ზუსტი ლეგიტიმურობა ბაგრატიონთა საგვარეულოში.

რომელსაც ვაფიქსირებთ ჩვენი ხელმოწერებით.

ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლი

1. ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი – საქართველოს სამეფო სახლის მეთაური

2. ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი

3. ბატონიშვილი მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი

4. ბატონიშვილი მზია ბაგრატიონი-გრუზინსკი

5. ბატონიშვილი დალი ბაგრატიონი-გრუზინსკი

6. უგანათ. თავადი ბადრი ბაგრატიონი-გრუზინსკი

ბაგრატიონ-იმერეტინსკების სამეფო სახლი

7. ბატონიშვილი ნინო ბაგრატიონი-იმერეტინსკი, საზ. “ბაგრატოვანთა სახლის” წინამძღოლი

8. თავ. გიორგი ბაგრატიონ-ჯაფარიძე

9. თავ. დალი ბაგრატიონ-ჯაფარიძე

ბაგრატიონ-ბაბადიშების თავადური შტო

10. თავ. მიხეილ ბაგრატიონი-ბაბადიში

11. თავ. ირინა ბაგრატიონი-ბაბადიში

12. თავ. ელისაბედ ბაგრატიონი-ბაბადიში

13. თავ. თამარ ბაგრატიონი-ბაბადიში

14. თავ. ლეილა ბაგრატიონი-ბაბადიში

15. თავ. გიორგი ბაგრატიონი-ბაბადიში

16. თავ. ქეთევან ბაგრატიონი-ბაბადიში

ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური შტო

17. თავ. მარიამ ბაგრატიონი-მუხრანელი

18. თავ. რუსუდან ბაგრატიონი-მუხრანელი

ბაგრატიონ-დავითიშვილების თავადური შტო

19. თავ. კონსტანტინე ბაგრატიონი-დავითიშვილი

20. თავ. ირინე ბაგრატიონი-დავითიშვილი

21. თავ. გიორგი ბაგრატიონი-დავითიშვილი

22. თავ. ალა ბაგრატიონი-დავითიშვილი

23. თავ. ციალა ბაგრატიონი-დავითიშვილი

24. თავ. ირინე ბაგრატიონი-დავითიშვილი

25. თავ. მუხრან ბაგრატიონი-დავითიშვილი

26. თავ. ნინო ბაგრატიონი-დავითიშვილი

27. თავ. ხათუნა ბაგრატიონი-დავითიშვილი

28. თავ. მამუკა ბაგრატიონი-დავითიშვილი

29. თავ. ავთანდილ ბაგრატიონი-დავითიშვილი

30. თავ. რუსუდან ბაგრატიონი-დავითიშვილი

31. თავ. ტარიელ ბაგრატიონი-დავითიშვილი

32. თავ. ნანა ბაგრატიონი-დავითიშვილი

33. თავ. ვერა ბაგრატიონი-დავითიშვილი

34. თავ. ლევან ბაგრატიონი-დავითიშვილი

35. თავ. მიხეილ ბაგრატიონი-დავითიშვილი

36. თავ. სოფო ბაგრატიონი-დავითიშვილი

37. თავ. თამარი ბაგრატიონი-დავითიშვილი

38. თავ. ლამარა ბაგრატიონი-დავითიშვილი

39. თავ. გიორგი ბაგრატიონი-დავითიშვილი

40. თავ. ნინო ბაგრატიონი-დავითიშვილი

41. თავ. ნიკოლოზ ბაგრატიონი-დავითიშვილი

42. თავ. ჯანსუღ ბაგრატიონი-დავითიშვილი

43. თავ. გიორგი ბაგრატიონი-დავითიშვილი

44. თავ. ნინო ბაგრატიონი-დავითიშვილი

45. თავ. ეკატერინე ბაგრატიონი-დავითიშვილი

46. თავ. თამარ ბაგრატიონი-დავითიშვილი

47. თავ. ელისაბედ ბაგრატიონი-დავითიშვილი

48. თავ. ნოდარ ბაგრატიონი-დავითიშვილი

49. თავ. ნინო ბაგრატიონი-დავითიშვილი

50. თავ. ნათია ბაგრატიონი-დავითიშვილი

51. თავ. ნელი ბაგრატიონი-დავითიშვილი

ბაგრატიონ-რამაზიშვილების (დავითიშვილების) თავადური შტო

52. თავ. ვახუშტი ბაგრატიონი-დავითიშვილი

53. თავ. ნათელა ბაგრატიონი-დავითიშვილი

54. თავ. ქეთევან ბაგრატიონი-დავითიშვილი

ბაგრატიონ-დავითიშვილების აზნაურული შტო

55. აზნ. ბეჟან ბაგრატიონი-დავითიშვილი

56. აზნ. მამუკა ბაგრატიონი-დავითიშვილი

57. აზნ. ანგელინა ბაგრატიონი-დავითიშვილი

58. აზნ. გიორგი ბაგრატიონი-დავითიშვილი

59. აზნ. გოჩა ბაგრატიონი-დავითიშვილი

60. აზნ. ტარიელ ბაგრატიონი-დავითიშვილი

61. აზნ. მერი ბაგრატიონი-დავითიშვილი

62. აზნ. გაიოზ ბაგრატიონი-დავითიშვილი

63. აზნ. ანგელინა ბაგრატიონი-დავითიშვილი

64. აზნ. ირმა ბაგრატიონი-დავითიშვილი

65. აზნ. ნუგზარ ბაგრატიონი-დავითიშვილი

66. აზნ. რომან ბაგრატიონი-დავითიშვილი

67. აზნ. ილია ბაგრატიონი-დავითიშვილი

68. აზნ. ზურაბ ბაგრატიონი-დავითიშვილი

69. აზნ. ნინო ბაგრატიონი-დავითიშვილი

70. აზნ. ოთარ ბაგრატიონი-დავითიშვილი

71. აზნ. დალი ბაგრატიონი-დავითიშვილი

72. აზნ. ნანული ბაგრატიონი-დავითიშვილი

73. აზნ. მაია ბაგრატიონი-დავითიშვილი

74. აზნ. მეგი ბაგრატიონი-დავითიშვილი

75. აზნ. დიმიტრი ბაგრატიონი-დავითიშვილი

76. აზნ. სერგო ბაგრატიონი-დავითიშვილი

77. აზნ. ია ბაგრატიონი-დავითიშვილი

78. აზნ. ანა ბაგრატიონი-დავითიშვილი

79. აზნ. ოთარ ბაგრატიონი-დავითიშვილი

80. აზნ. სალომე ბაგრატიონი-დავითიშვილი

81. აზნ. ლიანა ბაგრატიონი-დავითიშვილი

82. აზნ. მედიკო ბაგრატიონი-დავითიშვილი

ბაგრატოვანთა მემორანდუმს შეუერთდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და მკვლევარები

აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი

საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, თავადი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი

“ქართული გენეალოგიური საზოგადოების” თავმჯდომარე იური ჩიქოვანი

“ქართული გენეალოგიური საზოგადოების” თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ბიჭიკაშვილი

(ხელმოწერების დედანი იხილეთ დანართი №14, დოკუმენტი №1)

საზოგადოება “ბაგრატოვანთა სახლის” წინამძღოლის, ბატონიშვილი ნინო ბაგრატიონ-იმერეტინსკის წერილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს (2007 წ.)

NINUK - PATR.

NINUK - PATR . 02

სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, ასევე რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმი სამეცნიერო საბჭოსა და პეტრე-პავლეს საიმპერიო საზოგადოების წერილი 

RUSS - MONARCH -01  sm.

RUSS - MONARCH -02  sm.

RUSS - MONARCH -03  sm.

RUSS - MONARCH -04  sm.

სათავადაზნაურო და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის წერილი 

ICNR - 01.jpg  sm.

ICNR - 02.jpg  sm.

ICNR - 03.jpg  sm.

CERTIFICAT

ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა საერთაშორისო კოლეჯი

მეცნიერებათა დოქტორი დონალდ გოფი

Dr. GOFF 01

Dr. GOFF 02

GOFF

პროფესორი ადალბერტო ურბინა ბრიშენია
Andrés Bello-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის უფროსი პროფესორი

(საერთაშორისო საჯარო სამართალის პროფესორი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის პროფესორი; რომაული სამართალის პროფესორი.)

წერილის თანაავტორია პროფესორი შტეფან პ. კერი – ინტერდისციპლინარული მეცნიერების ამერიკული კოლეჯის თავმჯდომარე (ACIS) და ჰაბსბურგების საიმპერატორო სახლის ყოფილი მრჩეველი.

ADALBERO 01

ADALBERTO 02

ADALBERTO 03