საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №9

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების 

დანართი № 9

   საქართველოს სამეფოს გაუქმება

-Alexander_I_of_Russia1801 წელი საქართველოსათვის ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაარღვია 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატი”-ს შეთანხმება და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII გარდაცვალების შემდგომ ძალადობრივად გააუქმა საქართველოში სამეფო ტახტი.

მთელი XIX-ე საუკუნის განმავლობაში, რუსეთის იმპერია ცდილობდა, რამენაირად გაემართლებინა თავისი უკანონო ქმედება საქართველოს სამეფოს გაუქმებასთან დაკავშირებით, რის გამოც მიმართავდა ყალბ პროპაგანდას, რასაც წარმატებით ემსახურებოდა – არტემ არარაცკის (არარატელის), ბუტკოვის და გენერალ გუდოვიჩის მიერ გამოცემული წიგნები.

სწორედ ამ არტემ არარაცკის წიგნის, რომელიც ჯერ რუსულ ენაზე 1813 წელს, შემდგომ გერმანულზე 1821 წელს, 1822 წელს ინგლისურზე,  ქართულ ენაზე 1885 წელს და ბოლოს 1892 წელს სომხურადაც გამოიცა, მიზანი იყო, რომ რუსეთი საქართველოს უანგარო მფარველად გამოეცხადებინათ, თანაც დაემტკიცებინათ, რომ ქართველებს რუსების გარეშე ბრძოლა და თავის დაცვა არ შეეძლოთ. როგორც იასე ცინცაძე აღნიშნავს, არტემ არარატელს “ჯილდოც მიუღია საქართველოს სახელმწიფოს აბუჩად ასაგდებად შეთხზული ფაქტების შეგროვებაში თვითმპყრობელისაგან’’  (იასე ცინცაძე ”აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე”, თბ., 1969).

აი, ასეთი ბინძური პროპაგანდა მიმდინარეობდა მთელი XIX საუკუნე საქართველოსა და მისი უკანასკნელი გვირგვინოსნების წინააღმდეგ. ამ სიცრუის პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მეფე გიორგი XII-ისა და მისი ძის, ტახტის მემკვიდრის – დავით (XII) ბატონიშვილის მიერ, ვითომდა, სამეფო ტახტზე უარის თქმა. რუსეთის ხელისუფლება ამ ჭორებს ავრცელებდა ქართულ მოსახლეობაში, რათა თავი დაეზღვია აჯანყებებისაგან.

ისტორიული სიმართლის დასადგენად კი გადავხედოთ რიგ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებს.

მეფე გიორგი XII-ის ერთ-ერთ ბოლო ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს იმპერატორ პავლე I-ის სახელზე გაგზავნილი მისი “თხოვნითი პუნქტები’’. მიუხედავად იმასა, რომ ეს პუნქტები პროექტის სახით იყო გაგზავნილი და შესაბამისად მისი რატიფიცირება არცერთი მხრიდან არ მომხდარა (!), მაინც, იგი გვეხმარება დავინახოთ მეფე გიორგის იმდროინდელი მყარი პოზიცია საკუთარ სუვერენულ უფლებებთან მიმართებაში, რაც აქარწყლებს მის მიმართ შეთხზულ ჭორებს, თითქოს მან უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მეფობასა თუ მმართველობაზე.

ამ პროექტის ორიგინალი ტექსტი რუსულ ენაზეა და ამიტომ ორიგინალშივე შემოგთავაზებთ მას.

პროექტის მეორე მუხლში მეფე გიორგის მყარი პოზიცია ჩანს სამეფო ტახტთან მიმართებაში, რის გამოც იგი იმპერატორს ახსენებს “გეორგიევსკის ტრაქტატის” შინაარსს: „Всеподданѣйше просить, чтобъ при врученіи царства его былъ онъ оставленъ, а по немъ и наслѣдники его на престолѣ съ титуломъ царей, добровольно подвергши себя и царство подданству Всероссійской Имперіи и имѣть имъ, царямъ, главное въ своемъ царствѣ правленіе…”;

ასევე, მეცხრე მუხლში – “… чтобы находящийся тамо монетный двор увеличил или оставить по прежнему делать по нынешнему образцу золотую, серебреную и медную монету, со изображением знаков: на одной стороне вензеля Императорского с надписью Российской, а на другой герба Грузинского царства – с Грузинскою, из тех самых, кои в царстве [Грузинском] получаемы будут и из покупаемых из соседственных мест привозимых металлов”. როგორც ამ მუხლებიდან ნათლად ჩანს, საქართველოს სამეფოში არათუ ვერცხლის და ბრინჯაოს, არამედ ოქროს ფულის ჩამოსხმის გაფართოვებაზე და თანაც მასზე საქართველოს სამეფოს გერბის დატანაზეა მოთხოვნა, მეორეც, ისტორიულად ქართულ მონეტებზე ერთ მხარეს ხშირად აისახებოდა ხოლმე კონკრეტული ეპოქის ჰეგემონი ქვეყნის (არაბული, სპარსული) ნიშნები, ასე რომ ზემოთ აღწერილი მონეტის სახე არ უნდა იყოს გასაკვირი.

ასევე მეთხუთმეტე მუხლში – “… Все подданные царя Грузинского, как дворянство, духовенство, купечество, так и прочий ремесленный народ имеет быть на равных правах и законах, как и Российские подданные”, ეს ფრაზაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტის თანახმად, საქართველოს მეფე რუსეთის იმპერატორს, “გეორგიევსკის ტრაქტატით” განსაზღვრულ მოკავშირეობითი დამოკიდებულების სანაცვლოდ, აწ უკვე საკუთარი ქვეყნის რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ქვეშევრდომობაში შესვლის აზრს სთავაზობდა განსახილველად, მაინც ნათლად ჩანს, რომ ამ ახალ პოლიტიკურ პირობებშიც კი საქართველოს მოსახლეობა ქართველი მეფის უშუალო დაქვემდებარებაში უნდა დარჩენილიყო. ყოველივე ზემოთ მოყვანილიდან ნათლად სჩანს, რომ “თხოვნით პუნქტებში” არანაირი ტახტის გაუქმების საკითხი არ დგას.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია იმპერატორ პავლე I-ის მიერ მეფე გიორგისადმი გამოგზავნილი მოსალოცი წერილი, სადაც პავლე წერს: “Вы по силе священных обетов заключенного в 1783 году трактата, по восшествии Вашем по родителе на прародительский наследственный царский престол, просить изволите о утверждении Вас преемником онаго царства и таком же утверждении будущим по Вас того же царства Грузинского старшего сына Вашего, Давида. Мы на основании того-ж  трактата 3-ей статьи, сею Нашею Императорскою грамотою утверждаем Вас ныне преемником онаго царства Грузинского, а сына Вашего Царевича Давида будущим, по вас наследником. როგორც ხედავთ მეფე გიორგიც და იმპერატორი პავლეც ხაზგასმით ადასტურებენ არა მხოლოდ ქართველი მეფის, არამედ მის მემკვიდრეთა სამეფო ღირსებასა და სტატუსს და არსად სამეფო ტახტის გაუქმებაზე ოდნავი მინიშნებაც კი არ არის. ასეთი ფორმით მეფის დამტკიცება, არა მარტო რუსეთის იმპერატორისაგან, არამედ საუკუნეების განმავლობაში ხშირად სპარსეთის შახების მხრიდანაც ხდებოდა.  (“პუნქტების’’ სრული ვერსია იხილეთ: “Акты, т.I, Тифлис, 1866, стр.179-181”).

უფრო მეტიც, მეფე გიორგი თავის დიპლომატიურ მიმოწერაში ხშირად ხელს აწერდა როგორც სრულიად საქართველოს მეფე (იხ. А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.II, Спб., 1891, стр.187).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული პროექტი სახელწოდებით “თხოვნითი პუნქტები” პროექტადვე დარჩა და მისი რატიფიცირება ბუნებაში არ მომხდარა, შესაბამისად, 1801 წლის უკანონო ანექსიამდე, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში მოქმედ მოკავშირეობით ხელშეკრულებად რჩებოდა 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატი”, ამიტომაც, ყოველთვის, როცა დიპლომატიური ურთიერთობების სპეციალისტები შემდგომში განიხილავდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მათი დასკვნები ეფუძნებოდა მხოლოდ “გეორგიევსკის ტრაქტატით” დადგენილ პუნქტებს. ერთერთ ასეთ განხილვას, მაგალითად გვთავაზობს მისი ყოვლადმაღალუსამღვდელოესი, ლოს-ანჟელესისა და კალიფორნიის მთავარეპისკოპოსი ანტონი თავის წიგნში – “Наследование Российского Императорского Престола”, სადაც იგი ეხება 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატს” და აღნიშნავს: “…со стороны России было дано обешание “уважать независимость Грузии и что впредь Ираклий II-й, как одной с нами веры и союзник России, берёт звание Царя Грузинского в коем звании и правах Он, как и потомство его, утверждается Россией навсегда и во веки веков… Слова “берёт звание Царя Грузинского” означают что, хотя старинное Царство Грузинское было раздроблено, титул “Царя Грузинского” принадлежал именно Царю Ираклию и его Потомкам(Высокопреосвященнейший Антоний, Архиепископ Лос-Анжелосский и Южно-Калифорнийский. “Наследование Российского Императорского Престола”, გვ. 35).

ზემოთხსენებული ოფიციალური წერილობითი დოკუმენტების მიუხედავად, იმავე პერიოდში, საქართველოში უკვე მუშაობდა ფარული იმპერიული მანქანა, რომელიც მეფე გიორგის გარდაცვალების შემდგომ უკვე ღიად და მძლავრად ამოქმედდა, რასაც მოჰყვა საქართველოში სიცრუის გავრცელება, ვითომდა ზემოთ მოყვანილ “თხოვნით პუნქტებში’’ მეფე გიორგიმ  ტახტზე უარი განაცხადა და ა.შ. ეს სიცრუე, როგორც ჩანს იმდენად ოსტატურად იყო გავრცელებული იმდროინდელ საქართველოში, რომ თავად ბატონიშვილებიც კი შეშფოთებულნი ჩანან. შემდგომში, ამ ცრუ ინფორმაციაზე ბატონიშვილი დავითი თავის ძმას, კახეთში მყოფ ბატონიშვილ ბაგრატს სწერს: “მამიშენის მიწერილობა ვნახე: იმაში მეფობის აღება არ არის, მერწმუნე შენმა გაზდამ. მეფობა ჩვენია. 1801 წლის 4 იანვარი’’ (ი.ჯავახიშვილი. “საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები მეფის ძე დავით და ბატონიშვილი იულონ”. 1900, №4, განყ.1, გვ. 1-27, წერილი №46.).

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ყოფილა, საქართველოს უბედურებაში არა მხოლოდ გარეშე ძალებს, არამედ შიდა სეპარატისტულ ძალებსაც დიდი წვლილი მიუძღვოდათ. ამიტომ, შესაძლოა გავრცელებული ჭორები უკვე მოღალატეთა მიერ ჩადენილ, გარკვეულ მზაკვრულ ქმედებასაც ეფუძნებოდა. ამ თვალსაზრისით, ძალზედ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გიორგი XII-ის შვილი – ბატონიშვილი ბაგრატი თავის თხზულებაში “ახალი მოთხრობა”. ბატონიშვილი ბაგრატი თანამედროვეა იმ მოვლენებისა, იგი სამეფო ოჯახის წევრია და საკმაოდ კარგად ფლობს ინფორმაციებს, რაც სამეფო კარის გარშემო ტრიალებდა იმ პერიოდში. ბატონიშვილი 45-46 პარაგრაფებში წერს, რომ დარეჯან დედოფლის მიერ სამეფო სახლში ატეხილმა “შფოთმა ძმათა მეფისათა” შორის, დასნეულებულ მეფე გიორგი XII-ს გადააწყვეტინა, რომ მისსავე სიცოცხლეშივე საქართველოს სამეფო ტახტზე აეყვანა მისი მემკვიდრე ბატონიშვილი დავითი, რის გამოც მეფე გიორგის იმპერატორ პავლესათვის შესაბამისი წერილიც კი გაუგზავნია, მაგრამ რუსეთში მყოფმა საქართველოს ელჩმა გარსევან ჭავჭავაძემ, რომელიც ახლო კავშირში იყო საიმპერატორო კართან (ცნობილია, რომ მისი შვილი ალექსანდრე იყო იმპერატრიცა ეკატერინეს ნათლული) “დამალა წერილი ესე მეფისა შურითა დავითისათა, რომელიცა სძულობდა და მტერობდა დავითს, ვიდრე სიკვდილადმდე მეფისა გიორგისა, რამეთუ ასმიოდა სნეულება მისი”. მართლაც, რამოდენიმე თვეში წყალმანკით დასნეულებული მირონცხებული მეფე გიორგი გარდაიცვალა და “დასვეს ძე მისი დავით მეფედ ქართველთა თანხმობითა რუსთა ღიანარალთათ, რომელნიცა მყოფ იყვნენ მუნ”…, …”ამისმა მსმენელმან ჭავჭავაძე გარსევანმან იცა ჟამი მტერობისა დავითისა და მიართვა წიგნი იპერატორს პავლეს თვით გაკეთებული სახელსა ზედა მეფისასა…”  რომელშიც გარსევანს ჩაუწერია: “უკე თუ არა აღმოფხვრი მეფობასა საქართველოსასა და არა გარდმოასახლებ სრულებით როსიასა შინა მეფის სქესთა, არა ეგების მშვიდობა საქართველოსა შინა და სახლსა სამეფოსა”(ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, წიგნში “საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები”, გამოსცა თამარ ლომოურმა, თბილისი, 1941 წ., გვ. 76 – 77).

“…არა დასცხრა შურითა (გარსევან ჭავჭავაძე), არამედ წარავლინა ქართლსა ცოლის ძმა თვისი გიორგი, კაცი დრკუ და მცბიერი და მოიბირნაცა რაოდენნიმე თვისნი მოყვარენი და მელიქი თბილისისა დარჩია ბებუთოვი და სამღვდელონიცა რაოდენიმე”… (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, წიგნში “საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები”, გამოსცა თამარ ლომოურმა, თბილისი, 1941 წ., გვ. 77).

გარსევან ჭავჭავაძის მიერ გადაბირებულ “მოყვარეთა” გუნდში, რომელიც საქართველოს სამეფო ტახტის გაუქმებისა და სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების პროცესს ქვეყნის შიგნიდან ახორციელებდა, აქტიურ მონაწილედ სწორედ თბილისის მელიქი დარჩია ბებუთოვი ჩანს, რომელსაც იოანე ბატონიშვილის “კალმასობაშიც” ვხვდებით, სადაც ბერი იოანეს კითხვაზე: “მელიქო, რასა ეძიებ მჭვრეტელი მიწასა ზედა?”, მელიქი დარჩია ბებუთოვი ასე პასუხობს: “ბაგრატოვანთა კვალს, რომ არავინღა დაშთომილ იყოს!-ო, იოანე ბერი: “კარგად გაუწვრთნიხართ, რომ კაცის კვალიცა არ გემალება”, მელიქი ასე პასუხობს: “რუსთ გამწვრთეს” (იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტომი II, კ.კეკელიძისა და ლ.ბარამიძის რედაქციით,თბილისი, 1948 წ., გვ. 144).

იგივეს ამტკიცებს ერთერთი ბატონიშვილის წერილიც, რომელიც ორი ქართველის, გარსევან ჭავჭავაძისა და სერგეი ლაშქაროვის ფარულ შეთქმულებაზე გვაძლევს ინფორმაციას. ეს წერილი დაწერილია იმპერატორისადმი. ივანე ჯავახიშვილმა ეს წერილი აღწერა 1900 წელს პეტერბურგში ყოფნისას და აღნიშნა, რომ წერილზე „არც თარიღი, არც დამწერის სახელია მოხსენებული“, თუმცა მეცნიერი მას „რომელიღაც ბატონიშვილის“ მიერ დაწერილ წერილად მოიხსენებს, სადაც წერია შემდეგი: „…ჟამთა ამათ შინა უმაღლესსა კარსა ზედა დესპანად ჩუენდა იმყოფებოდა საქართუელოს თავადი გარსევან ჭავჭავაძე, და რუსეთის მინისტერიიდამ ეკითხებოდა საქართუელოს საქმეები საქართუელოს თესლსავე ტაინი-სოვეტნიკსა ლაშქაროვს; და ორნივე ესე გუამნი იყუნენ ურთიერთისადმი მჭიდროდ შეკრულნი; ხსენებულსა მინისტრსა ამას უჩინარმან მტერმან კაცისამან წარმოუდგინა ჰაზრი ანგარებისა და მედიდურობისა, მსგავსად ვითარცა პესტელს, ვითარმედ უკეთუ ძალჰყოს ვითარითავე ღონითა სამეფოსა ოჯახისა ჩუენისა მოშლად, ქუეყანით თვისით, მაშინ რუსეთით კერძო უთუოდ რწმუნებული იქნება მართვად საქართუელოს საქმეთა და ანუ თვით ქუეყანისაცა; ჰაზრი ესე შთაბერა მან ყურთა ლაშქაროვისათა განმარტებითა ამით, ვითარმცა დიდი შესამატი იყოს რუსეთისა საქართუელოს მეფობის მოშლა; რომლისაცა აღსრულება განიზრახეს ესე ვითარად: 1) ხსენებულმან დესპანმა ჩუენმან მანქანებითა ვითამე მეფეთ ძეთა შორის ჩამოაგდოს შური მემკვიდრეობისა, 2) რათა მანვე აღძრას რაოდენიმე გუამნი უგუნურთაგანნი მოწადინედ მეფობისა მოშლისა, 3) ლაშქაროვმან ისაქმის მინისტერიაში შესაწევნელად არა კეთილისა წადილისა ამის, ხოლო ყოველი ესე მოისწაფეს აღსრულებად ვითარმცა ცხადად არიან შემდგომითა მუხლებითა, რ-თ მოკლებულ ვართ ჩუენ უკუე 1) პატივთა და სამართალთა მეფობისათა, – 2) საკუთართა მამულთა ჩუენთა, სახლთა და ყოველთა საცხოვრებელთა ჩუენთა, – 3) ჰაერსა, წყალსა და მიწასა ამას, სადაცა ვიშევით, აღვიზარდენით და უკანასკნელ საცა ძვალნი ჩუენნი შერთუად ჯერ იყო…“ (ი.ჯავახიშვილი. “საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები მეფის ძე დავით და ბატონიშვილი იულონ”. 1900, №4, განყ.1, გვ. 26-27, წერილი №61.).

გარსევან ჭავჭავაძის ღალატზე ასევე წერს ქართველი საზოგადო მოღვაწე, ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე თავის 1920 წელს გამოცემულ წიგნში “პავლე იმპერატორმა როგორ ჩამოართვა გიორგი მეფეს საქართველო“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ წიგნში ავტორი უფრო დარეჯან დედოფლის შვილებისადმი (იულონი, ალექსანდრე) ამჟღავნებს სიმპათიას, ვიდრე გიორგი მეფისა და მისი შვილებისადმი, მაინც მისი ინფორმაცია გარსევან ჭავჭავაძესთან მიმართებაში ნიშანდობლივად მიგვაჩნია. ბატონი ზაქარია ღიად წერს: “ამ დროს, საქართველოში უკვე მთელი დასი არსებობდა ისეთის ქართველების, რომელნიც გარსევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, შესყიდულნი იყვნენ რუსთაგან ფულით, ასეთ გაყიდულ პირებში თბილისის მოქალაქელნიც მრავლად იყვნენ ჩარეულნი, ზოგი ამათგანი პეტერბურგსა და მოსკოვშიაც სცხოვრობდნენ და ვაჭრობდენ კიდეც.” (ზ.ჭიჭინაძე, “პავლე იმპერატორმა როგორ ჩამოართვა გიორგი მეფეს საქართველო” , თბილისი, 1920, გვ. 12).  ასევე, როცა გიორგი მეფემ გადაწყვიტა ზურგი ექცია რუსთათვის და  ისევ სპარსეთთან ურთიერთობაზე დაიწყო ფიქრი, ამასთან დაკავშირებით ზაქარია ჭიჭინაძე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გარსევან ჭავჭავაძის საპირისპირო ქმედებებთან დაკავშირებით: “გარსევანი მალე გაჩნდა საქართველოში, წარუდგა მეფე გიორგის, გადასცა პავლე იმპერატორის წერილი და მოახსენა ბევრი რამ პავლესაგან დაპირების და ბევრი მეცადინეობის შემდეგ გიორგი მეფე დაიყოლია და პირობა ჩამოართვა, რომ იგი ბაბა ხან ყაენთან მეგობრობას დაარღვევდა. ამის შემდეგ, გახარებული გარსევანი ისევ რუსეთში გაეშურა და პავლე იმპერატორს წაუღო სასიხარულო ამბავი, რომ გიორგი მეფე თქვენსკენ არის და სპარსეთის ყაენის მეგობრობა დაარღვია უკვეო. ერთი სიტყვით საქმე ისე მოეწყო, როგორც ეს გარსევანს და პავლეს სურდა. ამიტომ ნურვინ გაბედავს გარსევან ჭავჭავაძის დაცვას და უცოდველობას, თავი და ბოლო საქართველოს ერის დაღუპვისა ეს პირი გახლავსთ.” (იქვე. გვ. 12-13).

David Batonishvili smallმეფე გიორგიზე გავრცელებულ ჭორებს ასევე აქარწყლებს მეფისვე კარის წინამძღვარი ელეფთერი (ზუკაკიშვილი) თავის წერილში ბაგრატ ბატონიშვილთან, სადაც იგი წერს: “…შუადღემდინ მოველით დაბნელებას (მეფის გარდაცვალებას), შენს ძმას დავითს დაულოცა მეფობა…’’(ი.ჯავახიშვილი. “საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები მეფის ძე დავით და ბატონიშვილი იულონ”. 1900, №4, განყ.1, გვ. 1-27, წერილი №56.).

ამ ფაქტს ასევე ამტკიცებს გენერალ ლაზარევის წერილიც, რომელიც მან გაუგზავნა კნორინგს: “…Царь приказывал тотчас по его кончине возвести царевича Давида на престол”(Акты, т.I, Тфл., 1866, стр.189).

მეფე გიორგის ანდერძს ასევე ადასტურებს შემდგომში იმპერიის სახელმწიფო საბჭოს სხდომა (იხ. Архив Государственного Совета, т.III, Спб., 1878, стр. 1195). როგორც ვხედავთ, მეფე გიორგის, არათუ მეფობაზე უთქვამს უარი, არამედ გარდაცვალების პირას მყოფი თავის ძეს ულოცავს მომავალ მეფობას.

1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ქართლ-კახეთის სამეფო და უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. ეს დოკუმენტი საიდუმლოდ გადაეგზავნა გენერალ კნორინგს, რომელსაც ქართველი მეფის გარდაცვალებამდე ის არ უნდა გამოეცხადებინა. 10 დღის შემდეგ, 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა.

მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ბატონიშვილები ქრისტიანული წესის დაცვის თანახმად ელოდებოდნენ ორმოცი დღის გასვლას, რათა დავითი ტახტზე ეკურთხებინათ, ამას ადასტურებს იოანე ბატონიშვილის წერილი ბაგრატისადმი: “…ღვთით ეს საქმე რიგიანად გვიჭირავს და კარგადაც არის. მაგრამ მაინც ორმოცამდინ მეფეს ვერ მოვიხსენებდით არც შეიძლებოდა… და ორმოცს უკან გამოცხადდება. 1801 წლის 17 იანვრის წერილი’’ (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი H-607, გვ. 4-5). მაგრამ, სამწუხაროდ რუსეთის იმპერიამ დაასწრო და მზაკვრულად, ორმოცი დღის გასვლამდე, კერძოდ 1801 წლის 18 იანვარს რუსეთში გამოქვეყნდა პავლე I-ის მანიფესტი..

მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეფო ოჯახი მოითხოვდა საკუთარი სამართლიანი მოთხოვნების აღსრულებას რუსეთისაგან. 1801 წლის 18 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართველი ელჩების მიერ იქნა წაღებული რუსეთში, ბატონიშვილი დავითი თავის თავს შემდეგნაირად მოიხსენიებს: “…законный предков наших Царей и родителя нашего Царя, Царского Грузинского Наследник и в сем звании утвержденный, старший Его Высочества всея Грузии, Картлии, Кахетии и прочих Царя Георгия Ираклиевича сын, Царевич Давид”. (იხ. А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.II, Спб., 1891, стр.220).

1801 წლის 4 ივნისის წერილშიდაც ბატონიშვილი კატეგორიულად მოითხოვდა რუსეთის იმპერიისაგან თავისი სამეფო უფლებების აღდგენას (იხ. Архив Государственного Совета, т.III, Спб., 1878, стр.1195-1196).

ასევე, 1817 წელსაც, ანექსიიდან 16 წლის შემდეგაც (!), ბატონიშვილი დავითი “გეორგიევსკის ტრაქტატზე” დაყრდნობით, დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის საიმპერატორო კარისაგან, მისთვის დაებრუნებინათ უკანონოდ წართმეული საქართველოს სამეფო ტახტი: “…по смерти родителя моего Царя Георгия, были посланы ко мне от графа Растопчина Акты, и по сим трактатам 1783 года заключенного между Россиею и Грузиею вступил я в управление Грузии и ожидал только утверждения моего на престоле”. რაც რუსეთმა უკანონოდ დაარღვია და აღარ აღასრულა! (Две записки царевича Давида о “Лучшем устройстве Грузии”. Подготовил к печати И.К.Ениколопов. “Материалы по истории Грузии и Кавказа”, вып.I, Тб., 1942, стр.162).

ის, რომ სამეფო სახლის წარმომადგენლებს არასოდეს უარი არ განუცხადებიათ სამეფო ტახტზე, ამას ასევე ადასტურებს მისი ყოვლადმაღალუსამღვდელოესი, ლოს-ანჟელესისა და კალიფორნიის მთავარეპისკოპოსი ანტონი, რომელიც წერს: “Важно, что сами Багратионы никогда от своего царского достоинства не отреклись (ბაგრატიონებში იგულისხმება სამეფო სახლის წევრები) и что, со стороны российских властей, никогда по этому вопросу никаких заявлений сделано не было. Этот вопрос просто не поднимался” (Высокопреосвященнейший Антоний, Архиепископ Лос-Анжелосский и Южно-Калифорнийский. “Наследование Российского Императорского Престола”, გვ. 37).

ძალზედ საინტერესოა, ასევე ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერატორის წინაშე ერთგულების ფიცზე, რომელიც კნორინგის მიერ 1801 წლის მანიფესტის შემდგომ იყო შედგენილი, სამეფო სახლის არცერთ წევრს (ბატონიშვილებს) ხელი არ მოუწერიათ, როცა, იმავე ფიცს, 1802 წელს ხელს აწერს, როგორც სასულიერო, ასევე საერო ელიტა: “ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთველმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი… და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდარი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილი, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვ.” (პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბილისი, 1978 წ., გვ. 241). 

…და დაიწყო სამეფო ოჯახის წევრების საქართველოდან გასახლება.

1802 წელს საქართველოს მართებლად დაინიშნა პავლე ციციანოვი, რომელსაც “…უბრძანა იპერატორმან და არწმუნა ფიცხელად, რათა დანაშთომნი მეფის ძენი საქართველოისანი წარგზავნოს რუსეთად დედა-წულითა მათითა…” (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, წიგნში “საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები”, გამოსცა თამარ ლომოურმა, თბილისი, 1941 წ., გვ. 82).

ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრთა გადასახლება დიდი ხნის დაწყებული გახლდათ. რუსეთის მოხელენი ზედმიწევნით ასრულებდნენ რუსთა იმპერატორის ბრძანებულებებს – ქართული სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი, უპირველესად კი ბაგრატოვანთა სამეფო გვარი თანდათან უნდა აღგვილიყო საქართველოს მიწისგან. 1803 წლის 18 აპრილს პ. ციციანოვი იბარებს გენერალ-მაიორ ლაზარევს და ავალებს საქართველოს დედოფლის რუსეთში დაუყოვნებლივ გასახლებას. 19 აპრილს კი დედოფლის წასაყვანად მისულ ლაზარევს ხანჯლით განგმირავენ. ამ მკვლელობის გარემოებანი არაერთხელ იქნა გამოძიებული, არსებობდა სხვადასხვა ვერსია. პ. ციციანოვი თავის მოხსენებაში წერს, რომ გენერალ-მაიორ ლაზარევს დედოფალმა კაბის ქვეშ დამალული ხანჯალი ჩაარტყა და სასიკვდილოდ დაჭრა. ასევე, ლაზარევის თანხმლებმა მაიორმა სააკაძემ თავის ვრცელ და არეულ ჩვენებაში დედოფლის ოჯახი მთელი საბრძოლო არსენალით წარმოადგინა. პლატონ იოსელიანი თავის მონოგრაფიაში “ცხოვრება გიორგი XII-ისა” განსხვავებულ სარწმუნო ინფორმაციას გვაწვდის. მწერლისა და მეცნიერის მტკიცებით, ლაზარევის მკვლელი თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილია, რომელიც იმ საბედისწერო დღეს დედოფლის სახლში იმყოფებოდა: “შევიდა თვით ლაზარევი გამოსაყვანად მისსა. იყო დილა, 8 საათი დილისა. დედოფალმა მოსთხოვა დრო და მოთმინება – “შვილებსა წვრილებსა სძინავთო”. ლაზარევმა ესე თხოვნა არ მიიღო. გაბედა და სტაცა ხელი და მრისხანედ უთხრა: “ეხლავე გამოდით! ჯარი ვერ მოგიცდისთ დიდხანსაო”… მაშინ, მუნ მყოფმან თავადმან ნიკოლოზ ხიმშიაშვილმან მსწრაფლ ამოიღო ხანჯალი, დასცა ლაზარევს მუცელში. ლაზარევი წაიქცა და თვით ხიმშიაშვილი მეორე ეზოს ბალკონით გავიდა ქალაქიდან და გაიქცა ახალციხეს…  

იმავე დღეს დედოფალი შვილებითურთ, რუსეთის გზას გაუყენეს და არა პატივით და ამალით, როგორც ადრე იმპერატორი სთავაზობდა, არამედ როგორც მკვლელი და დამნაშავე. მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

MARIAMI

XIX ს-ის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ძალით გადაასახლა საქართველოდან მხოლოდ სამეფო შტოს – ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავლები, რომელნიც, ტახტის აღდგენის თვალსაზრისით, იმპერიისათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ბუნებრივია ეს რისხვა არ შეხებია არცერთ გვერდით თავად-აზნაურულ შტოთა წარმომადგენელ ბაგრატიონებს. ამას ადასტურებს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სიტყვებიც: “როდესაც მეფობა გააუქმეს, სამეფო სახლის ყველა წარმომადგენელი უკლებლივ გადაასახლეს საქართველოდან, აქ კი დარჩნენ ბაგრატიონთა მხოლოდ სხვა შტოების წარმომადგენლები” (ონლაინ ჟურნალი “თბილისელები”, “ვინ იყო საქართველოს ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე წარმატებული მეფე”, 2010 წ.).

როგორც ნ. ტარსაიძე წერს,” საქართველოს რუსეთთან მიერთების შემდეგ ქართველი ბატონიშვილების, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შვილების გავლენა საქართველოში დასრულდა და «Вместе с представителями русской власти страной управляли грузинские князья – члены Верховного Грузинского правительства»  (Н.Г. Тарсаидзе. Исторические этюды. Тбилиси, 1972, стр. 71).

შეიძლება ითქვას, რომ თავადებმა საქართველოში ბატონიშვილების ადგილები დაიკავეს: «Князья заступили места царевичей» (იქვე, стр. 72). ასე რომ, საქართველოს ანექსიის შემდეგ დიდი თანამდებობები დაიკავეს «…Эристави, Кайхосро Чолокашвили, дочери его Анастасия и Анна, зятья Иване и Димитрий Захарьевич Орбелиани, Гарсеван Чавчавадзе с женой, позднее Н. Юстиниани-Ахвердова. Влиятельными и после присоединения остались князья Бебуташвили – мискарбаш царя Ираклия Иосиф и Мелик Дарчи (მელიქი დარჩია ბებუთოვი(!)), также дворяне Корганашвили (ეს ის ყორღანაშვილია, რომელმაც თავის დროს ერეკლეს გაყალბებული ანდერძი რომ შექმნა!) (იქვე, стр. 73).

კალმასობის 56-ე თავში რესპუბლიკელებზე საუბრისას სოლომონ არღუთაშვილი ასახელებს თავად-აზნაურთა იმ სახელებს, რომლებიც თავისი ჭკუითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდნენ თავად-აზნაურთა სფეროდან, ესენი იყვნენ: იოანე ორბელიანი, კონსტანტინე მუხრან-ბატონი, დარჩი ბებუთაშვილი (ბებუთოვი), ალექსანდრე მაყაშვილი, შანშე ერისთავი, სოლომონ თარხნიშვილი და სოლომონ არღუთაშვილი-მხარგრძელი. მათ ასე ახასიათებს ნ. ტარსაიძე: «Они были властьимущими и всячески способствовали водворению русских в Грузию» (Н.Г. Тарсаидзе. Исторические этюды. Тбилиси, 1972, стр. 41).

როგორც ნათლად ჩანს, რუსთა მიერ საქართველოს დაპყრობის საქმეში დიდი წვლილი სწორედ ქართულ “გამჭრიახ” თავად-აზნაურობას მიუძღვის, რომელთა მოღალატეობრივ საქციელსაც ალბათ ოდესღაც ქართველი ერი საკადრისად შეაფასებს.  

ეხლა რაც შეეხება იმერეთის სამეფოს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის არსებული შეთანხმება, კერძოდ იმერეთის სამეფო ტახტზე უნდა ასულიყო ერეკლე მეფის შვილიშვილი – დავით არჩილის ძე (სოლომონ II).  მისი მცირეწლოვნობის გამო, 1784 წელს, იმერეთის დიდებულებმა ერეკლე II-სთან შეთანხმებით, იმერეთის სამეფო ტახტზე დროებით აიყვანეს დავით გიორგის ძე „..და დასვეს იმერთა მეფედ დავით გიორგის ძე, მიზეზითა ამით, რომელ მეფესა სოლომანს არა დაშთა შვილი, და ძმისწულნი მისნი იყვნენ მცირე ყრმანი, ამის მიზეზისათვის დასვეს იმერთა ბიძაშვილი მისი დავით არა მეფედ, არამედ ნაიბად, ვიდრე აღზდადმდე არჩილის ძისა დავითისა, რომელს ეწოდა შემდგომად სოლომანცა, რომელიცა იყო ესე რჯულიერი მემკვიდრე მეფისა სოლომანისა, ნამდვილ ძმისწული მისი“ (ბაგრატ ბატონიშვილი. ახალი მოთხრობა. გამოსცა თამარ ლომოურმა. თბილისი, 1941 წ. გვ.59). დავით არჩილის ძის სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად, დავით II მაინც არ თმობდა ტახტს, ამიტომ დავით არჩილის ძემ თავისი ბაბუის, ერეკლე II-ის დახმარებით, 1789 წელს, დავით II ტახტიდან ჩამოაგდო და გამეფდა სოლომონ II-ის სახელით. ტახტზე ასვლიდან 6 თვეში, სოლომონ II ხელს აწერს 1790 წლის ”ივერიელთა ტრაქტატს” (იხ. დანართი №8).

King_Solomon_II_of_Imereti_Georgiaურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ 1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო და იქ თავისი მმართველობა დაამყარა. 1815 წელს, თურქეთში გაქცეული მეფე უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა სოლომონ II-ის წმინდანად კანონიზირება მოახდინა, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა გურიაშიც, იმის მიუხედავად რომ გურიის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ომში ოსმალეთის წინაღმდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ხელსაყრელი მომენტი, 1828 წელს რუსეთის არმიის ნაწილები გურიაში შეიჭრნენ და სამთავრო გაუქმებულად გამოაცხადეს.

1840-ანი წლების ბოლომდე დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა, მაგრამ 1840-ანი წლების ბოლოდან იმპერიამ დაიწყო სვანეთის მთავრების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. სვანეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა საბოლოოდ გადაწყდა ყირიმის ომის დასრულების შემდეგ. 1858 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა წერტილი დაესვა სვანეთის დამოუკიდებლობისთვის და მიიღო სამთავროს გაუქმების გადაწყვეტილება. Dadiani_niko

1857 წლის 8 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით სამეგრელოს სამთავროში იმპერიის პირდაპირი მმართველობა დამყარდა, ხოლო მცირეწლოვანი მთავარი დედასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გაიწვიეს, რაც ფაქტობრივად სამთავროს გაუქმებას ნიშნავდა. 1867 წლის 4 იანვარს იმპერატორ ალექსანდრე II ბრძანებით, სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა

რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთის დაპყრობას უთმობდა. მოსახლეობაშიც და სამთავრო კარზეც პროთურქული და პრორუსული ორიენტაციის მიმდევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. თვით მთავარი – ქელეშ-ბეგ შარვაშიძე – პრორუსულ ორიენტაციას ადგა. მაგრამ მისმა შვილმა, ასლანმა, მამა და ძმები დახოცა და თავი მთავრად გამოაცხადა. მან სოხუმი თურქული გარნიზონით გაამაგრა და სამეგრელოზე გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა. ამასობაში რუსეთის ჯარებმა სოხუმი აიღეს. ასლან-ბეგი მთებში გაიხიზნა. 1810წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა გაქრისტიანებული საფარ-ბეგ (აგიორგი) შარვაშიძე, რომელიც ქართულ-რუსულ ორიენტაციას ემხრობოდა. სამეგრელოსა და გურიის მსგავსად, აფხაზეთსაც თვითმმართველობის სტატუსი მიენიჭა.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში. – See more at: http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/07-solomon.htm#sthash.ozMmoyHq.dpuf
წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში. – See more at: http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/07-solomon.htm#sthash.ozMmoyHq.dpuf

რაც შეეხება არასუზერენ – ჩვეულებრივ ქართველ თავადებს, ისინი მთელი XIX ს-ის განმავლობაში ჩვეულებრივ თავადურ ცხოვრებას განაგრძობდნენ თავიანთ სათავადოებში. თავადურ შტოთა წარმომადგენელი ბაგრატიონები რუსულ მართვა-გამგეობაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, “საქართველოს უზენაესი მთავრობის’’ ექსპედიციათა ერთერთი აქტიური მრჩეველი იყო თავადი კონსტანტინე მუხრან-ბატონი. შემდგომ, 1827 წელს იგი აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა მარშლად აირჩიეს, ხოლო დუშეთში კი – თავადი დავით მუხრან-ბატონი. 1844 წელს, მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის მიერ შექმნილ ამიერკავკასიის მთავარსამმართველოს საბჭოში განსაკუთრებული დანიშნულების მოხელედ მუშაობდა თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი. ამის პარალელურად, რუსეთში ძალით გადასახლებული, ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო შტოს უშუალო წინაპრებს უფლებაც კი არ ჰქონდათ სამშობლოში დაბრუნებისა, მაგრამ მაინც იმედს არ იწურავდნენ და იმედოვნებდნენ, რომ სამართლიანობა, ადრე თუ გვიან აღდგებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვრწმუნდებით, სამართლიანობის აღდგენა და დამტკიცება, არც ეხლა, ორი საუკუნის შემდეგაც, არ სჩანს იოლი საქმე.

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

Gerbi patara zoma